საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს საბაჟო კოდექსი 28.06.2019
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 55-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარანტიის წარდგენა საჭირო არ არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ საქმიანობის ან ოპერაციის განხორციელებისთვის, რომელსაც ის საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.“.
2. 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა;“.
3. 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 104. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა
1. პროცედურის მფლობელმა ან საქონლის მფლობელმა უცხოური საქონელი და მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით შეიძლება საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს.
2. საქონლის სახელმწიფოსთვის ან/და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N7006-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №7006-რს. სარეგისტრაციო კოდი — 230000000.05.001.020112.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №7006-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.020112 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4913346/