საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6968-რს
სარეგისტრაციო კოდი
310010010.05.001.020145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა.“.

2. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მიერთება სარკინიგზო ქსელთან ხორციელდება რკინიგზის ნებართვით.“.

3. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგანგებო, მათ შორის, საომარი მდგომარეობის, მობილიზაციის დროს და სხვა საგანგებო სიტუაციებში სარკინიგზო ტრანსპორტის საწარმოები (ორგანიზაციები და ა. შ.), სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებენ შესაბამის დაუყოვნებლივ ღონისძიებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 ივლისი 2020 წ.

N6968-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6968-რს. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.05.001.020145.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №6968-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.020145 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4911040/