საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებებეის შეტანის ტაობაზ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- საქართველოს სარკინიგზო კოდექსი 28.12.2002
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01. 2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) „დამატებითი საფასური“ – გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების (სამუშაოების) საფასური, რომელიც არ შედის გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფში;“;
ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა“ – ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის მიერ გადაყვანა-გადაზიდვის საფასურის დაწესებისა და რეგულირების წესს;“.
2. მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. რკინიგზის მიერ გადაზიდვა-გადაყვანის საფასური
რკინიგზის მიერ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებისა და დამატებითი საფასურების დაწესება ხორციელდება გადაზიდვა-გადაყვანის მონაწილე მხარეთა ინტერესების, აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. IX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 64. გარდამავალი დებულება
მარეგულირებელი ორგანოს მიერ სარკინიგზო ტრანსპორტში სატარიფო უფლებამოსილების განხორციელებამდე რკინიგზა დამოუკიდებლად აწესებს მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებსა და დამატებით საფასურებს.
მუხლი 65. დასკვნითი დებულებები
1. ეს კოდექსი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 1 ივლისი.
№1872-რს