საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა სამსახურში მიღებისას პირს ან შემდგომ საჯარო მოსამსახურეს შეიძლება მოსთხოვოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნის წარდგენა, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.“.
2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სერტიფიცირება მოიცავს საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას.“.
2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 70. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მისი პროფესიული ვარგისობის განსაზღვრისათვის
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ/აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, მის დამსაქმებელს (სამუშაოზე მიღებისას ან შემდგომ), აგრეთვე საბჭოს უფლება აქვს, დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გაიაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება ასეთი დავალების მიღებიდან 1 თვის ვადაში.“.
4. 98-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 3. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) 53 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის დამატებით საჭიროა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.“.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
№4122-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.12.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4122-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.016166.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №4122-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.016166 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1160828/