„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5790-Iს
სარეგისტრაციო კოდი
480140000.05.001.016624
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახე ბ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახე ბ“საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,№44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1. მე-11მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულების სახით.“.

2. მე-15 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხო ურ ენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომ −თარგმნის ბიურო).“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

3. 341 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქართულ თარგმანში შესწორების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს თარგმნის ბიურო.“.

მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 13 მარტი.

№5790-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5790-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.05.001.016624.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5790-Iს, 13.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 480140000.05.001.016624 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1615906/