„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1882
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.001.003.653
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 09/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარ-ლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.“.

2. 30-ე მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და „საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში“.

3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის საქართველოსათვის სავალდებულოდ აღიარება არ საჭიროებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის გამოხატვას, ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“.

3. 345 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირებულ ტექსტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის 26-ე მუხლის თანახმად გამოსაქვეყნებლად გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის  1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1882–IIს