„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1231
სარეგისტრაციო კოდი
010.130.000.05.001.001.770
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 27/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 203 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქის პასპორტში შეიტანება:

ა) პასპორტის მფლობელის სახელი;

ბ) პასპორტის მფლობელის გვარი;

გ) პასპორტის მფლობელის მოქალაქეობა;

დ) პასპორტის მფლობელის დაბადების თარიღი;

ე) პასპორტის მფლობელის პირადი ნომერი;

ვ) პასპორტის მფლობელის ფოტოსურათი;

ზ) პასპორტის მფლობელის სქესი;

თ) პასპორტის მფლობელის დაბადების ადგილი;

ი) პასპორტის გაცემის თარიღი;

კ) პასპორტის მოქმედების ვადა;

ლ) თანამდებობის პირის ხელმოწერა;

მ) პასპორტის მფლობელის ხელმოწერა;

ნ) ბეჭედი;

ო) ქვეყნის კოდი;

პ) პასპორტის ნომერი;

ჟ) პასპორტის ტიპი;

რ) ცნობები არასრულწლოვნების შესახებ, თუ ისინი პასპორტის მფლობელთან ერთად აპირებენ გამგზავრებას (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი).“.

2. 204 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი. არასრულწლოვანზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“;

ბ) მე-2–მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 6 აპრილი.

№1231–Iს