1. რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს).
2. რკინიგზა ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას შესაბამისი მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად) განკუთვნილ რკინიგზის სადგურებს შორის.
3. გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები.
4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6968 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6968
წინა რედაქცია (22.01.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. რკინიგზის სადგური 1. რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს). 2. რკინიგზა ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვას შესაბამისი მომსახურების გასაწევად (სამუშაოს შესასრულებლად) განკუთვნილ რკინიგზის სადგურებს შორის. 3. გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები. 4. რკინიგზის სადგურების გახსნა-დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან შეთანხმებით იღებს და მათ მიერ გასაწევი მომსახურების (შესასრულებელი სამუშაოს) ნუსხას განსაზღვრავს რკინიგზა. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4853 - სსმI, №21, 18.06.2007წ., მუხ.176