გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/13580-15
330210015001033553
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.01.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე - სს ,,სა---------–-------------ა“
წარმომადგენლები - ნა-------–-------–---–ი, მა-------------–ი
მოპასუხე - შპს ,,დე--------–-------ი“
წარმომადგენელი - და------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,დ-------–----------“-ის ფილიალსა და სს ,,სა---------–-------------ა“-ს შორის გაფორმებული დავალიანების აღიარებისა და დაფარვის ხელშეკრულება Nს---------------ის საფუძველზე, შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ას'' სასარგებლოდ დაეკისროს - პირგასამტეხლოს 134 878,62 ლარის გადახდა.
1.2. შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ვაგონის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის 41 666,61 ლარის გადახდა.
1.3. სს ,,სა---------–-------------ა“-სა და შპს ,,დე--------–-------ი“-ს შორის გაფორმებული ,,ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ“ Nს---------- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 14 869,27 ლარის გადახდა.
1.4. შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისათვის 457 037,45 ლარის და სადგურის მომსახურებისათვის 412 411,46 ლარის, სულ 869 448,91 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 21 თებერვალს, შპს ,,დე--------–-------“-ის ფილიალსა და სს ,,სა---------–-------------ა“-ს შორის, გაფორმდა დავალიანების აღიარებისა და დაფარვის ხელშეკრულება Nს--------------, რომლის თანახმად, ,,გადამხდელი“ კისრულობდა ვალდებულებას, რომ დაფარავდა 2013 წლის 24 იანვრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას 492 286,90 ლარის ოდენობით. შპს ,,დე--------–-------ი“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ყოველთვიურად გადასახდელ თანხას იხდიდა დაგვიანებით, რაზედაც გადასახდელი დარჩა 134 878,62 ლარი, რომელიც დღემდე არ არის გადახდილი.
შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ, მ-------------–------------------ მონაკვეთის მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით, ვაგონის ლიანდაგიდან აცდენის გამო, რაც გამოწვეული იყო ლიანდაგის გაუმართაობით, რომელიც მდებარეობდა თ-------–--------------------------------------, დაზიანებულ იქნა რკინიგზის კუთვნილი ვაგონები N6-------, N6-------, N6-------, N6-------, N6-------, რის შედეგადაც 2014 წლის აპრილის თვეში, ვაგონების დაზიანებაზე დარიცხული თანხა შეადგენდა 15 379,71 ლარს. მათ შორის: 8 032,13 ლარი - 2014 წლის აპრილის თვეში ვაგონის დაზიანებაზე დარიცხული თანხის 15 379,71 ლარის ნაწილი 7 347,58 ლარი გაიქვითა 2015 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო 33 634,48 ლარი - 2015 წლის ნოემბრის თვეში ვაგონის დაზიანებაზე დარიცხული თანხაა. 2015 წლის ნოემბრის თვეში ვაგონების დაზიანების ფაქტი და ზიანის ოდენობა აღიარებულია შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ, სს ,,სა---------–-------------ა“-სა და შპს ,,დე--------–-------ი“-ს შორის 2014 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ,,ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების ანგარიშსწორების წესის შესახებ“ Nს---------- ხელშეკრულებით განისაზღვრა სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ, შპს ,,დე--------–-------ი“-ს კუთვნილი ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების პირობები და ანაზღაურების წესი. 2015 წლის 12 იანვრის N--- წერილის საფუძველზე, შპს ,,დე--------–-------ი“-სათვის ცნობილი გახდა მომსახურების საფასურის 80 307,10 ლარისა და იმ პერიოდისათვის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს 2-06,40 ლარის დავალიანების შესახებ. შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ, 2015 წლის 17 მარტს, გადახდილ იქნა 84 000 ლარი, თუმცა 14 819,27 ლარი პირგასამტეხლო დღემდე დავალიანებად რჩება.
შპს ,,დე--------–-------მა“ დროულად ვერ უზრუნველყო სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ, სადგურ ,,ც--------“-ში, მიწოდებული ვაგონების დაცლა, რის შედეგადაც 2015 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისათვის, საერთო ფორმის აქტების საფუძველზე, დაერიცხა 32- 639,92 ლარი, მათ შორის 24 836,47 ლარი დარიცხულია სს ,,სა---------–-------------ა“-ს სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2014 წლის 11 თებერვლის N---- და 2014 წლის 20 ოქტომბრის N---- ბრძანებების საფუძველზე, კომერციული დეპარტამენტის სარევიზიო ცენტრის მიერ, გადამოწმებულ იქნა სადგურ ,,ც--------“-ს სარკინიგზო მომსახურების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის შედგენის სისწორე და ჩატარდა სატვირთო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის შედეგადაც შპს ,,დე--------–-------ი“-ს დაერიცხა სადგურის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული 24 სთ-ზე მეტი მომსახურების საფასური თანხით, სულ 24 836,47 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ, გაწეული მომსახურებების შესახებ, დასტურდება საერთო ფორმის აქტებით, დარიცხვის ბარათებითა და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროებით, ხოლო 2015 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 01 მარტამდე 24 საათზე მეტი მომსახურება შეადგენს 119 487 ლარს.
სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ, შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიმართ, გაწეული 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისა, რკინიგზის მხრიდან, სადგურის მომსახურების შედეგად დარიცხული დავალიანება შეადგენს 869 448,91 ლარს. (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი V, ს.ფ. 2-8)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს ,,დე--------–-------მა“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
შესაგებელში მითითითებულია, რომ მხარე მოითხოვს პირგასამტეხლოს სახით 134878,62 ლარის დაკისრებას, ძირი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც წლიურ საპროცენო სარგებელში გადაყვანით შეადგენს 0,1%8365 (დღეზე)=36,5%(წლიურად), რაც შეუსაბამოდ მაღალია საქართველოს ბიზნეს-ვალდებულებით რეალობასთან, არა თუ პირგასამტეხლო, არამედ სესხებზე დარიცხული სარგებელიც კი არ განისაზღვრება ამ ზომის პროცენტული მაჩვენებლით, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში სასამრთლომ უნდა ისარგებლოს სსკ-ს 420 მუხლით და გონივრულ შესაბამისობაში უნდა შეამციროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, საქართველოში ნებისმიერ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გონივრული საპროცენტო სარგებელი (იპოთეკური, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები) არ აღემატება წლიურ 7-10%, აქ კი საუბარია არა წლიურ სარგებელზე, არამედ პირგასამტეხლოზე რომელიც მოცემულ შემთხვევაში მინიმუმ 10-ჯერ მაინც უნდა შემცირდეს და არა ხელშეკრულების შემკვრელ მხარეს არ უნდა აყენებდეს კაბალურ მდგომარეობაში.
მოპასუხის მითითებით გაუგებარია, მოსარჩელე რა პირგასამტეხლოზე საუბრობს, ერთის მხრივ ამბობს, რომ ძირითადი ვალდებულება შეადგენდა 80307.10 ლარს, დარიცხული პირგასამტეხლო 2-06,40 ლარს, ხოლო მის მიერ გადახდილი იქნა 84 000 ლარი, ანუ იმაზე მეტი ვიდრე ძირითადი და მასზე გაცხადებული პირგასამტხლო ერთად აღებული 80307.10+2-06,40=82913,5 ლარი, თუმცა ბოლოს მაინც აცხდებს, რომ თურმე 2015 წლის მარტის მდგომაროებით, ანუ სამ თვიან პერიოდზე გადასახდელი აქვთ პირგასამტეხლოს სახით 14869,27 ლარი, მოსარჩელე არ აკონკრეტებს პირგასამტეხლოს ოდენობას, თუმცა თუ ძირი თანხა იყო 80307.10 და სამ თვიან ვადაზე არიცხავს პირგასამტეხლოს 14819,27 ლარს, შესაბამისად პირგასამტეხლოს დღიური ოდენობა გამოდის 164,66 ლარი, რაც ძირითადი თანხის 0.2%-ს შეადგენს, რაც შეუსაბამოდ მაღალია და სსკ-ს 420-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე ითხოვს შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, მინიმუმ ოცჯერ მაინც.
მოპასუხისათვის ასევე გაუგებარია, თუ რა პერიოდზე, რა მომსახურებაზე და რა ტარიფით არიცხავს მოსარჩელე დავალიანებას ჯერ 24836,47 ლარს ხოლო 2015 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 1 მარტამდე პერიოდზე 119487 ლარს. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ასევე თუ რა პერიოდზე, რა მომსახურებაზე და რა ტარიფით არიცხავს დავალიანებას 170 645,19 ლარს 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდზე, ასევე გაუგებარია შემდგომი პერიოდის 2015 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 30 მარტამდე პერიოდის მოთხოვნა 171 791,32 ლარზე და 2016 წლის 22 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდზე 58536,93 ლარის დარიცხვა, 2017 წლის 1 ოქტომბრიდან პირველ დეკმბრამდე 11432,02 ლარის დარიცხვა, მხარე საუბრობს სადგურის მომსახურების, საერთო ფორმის აქტების, ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროებსა და დარიცხვის ბარათებზე, აქ მთავარი და ამოსავალი გარემოება არის ის, რომ რკინიგზის ეს მონაკვეთი ბ----------–--------------------–-------–- რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი არ არის სა---------–-------------ის საკუთრება, აღნიშნულ გარემოებას თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს, მაგ: მოსარჩელის წერილი #---- 24-03-2017წ. ასევე მოსარჩელე მხარეს არ უნდა ეწარმოებია დარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება, რაც დასტურდება სა---------–-------------ის 2010 წლის 17 აგვისტოს #----- დადგენილებით. ასევე თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მომსახურება გაწეულ იქნა კლიენტის ანუ მოპასუხის ლოკომოტივის საშუალებით, შესაბამისად ისმის ლოგიკური და მართებული კითხვა თუ მოსარჩელეს არ ეკუთვნის სარკინიგზო ხაზი, არ უნდა აწარმოოს დარიცხვა და ტვირთის ზიდვას მოპასუხე ახდენდა თავისი ლოკომოტივებით და ვაგონებით. შესაბამისად მოპასუხისათვის გაუგებარია მოსარჩელე რა სამართლებრივი საფუძვლებით ითხოვს კომპანიისთვის თანხის დარიცხვას.
რაც შეეხება ვაგონის დაზიანების ფატქსა და ამის შედეგად მიყენებულ ზიანს, მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს გადახდის ვალდებულების არსებობას.
გარდა ამისა, მოპასუხე შესაგებელში დამატებით უთითებს, რომ: - შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ ხორციელდება სამი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა, კერძოდ საუბარია ბ----------–--------------------–-------–-------------- (ე.წ. მ-------------–---------------). მნიშვნელოვანია, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი არ ეკუთვნის მოსარჩელეს არამედ ის გადაცემული აქვს შპს "მ-------------–----------------", ანუ აბსოლიტურად სხვა ორგანიზაციას რომელიც არ არის ამ დავის მონაწილე, ასევე მნიშვნელოვანია რომ მოსარჩელე მხარე არ ახორციელებს ოპერაციულ საქმიანობას (არ არის გზის ოპერატოპრი კომპანია);
- შპს "მ-------------–-------------------" პროექტის მშენებლობის სამუშაოები, ნარდობის კონტრაქტის საფუძველზე აღებული აქვს დახურული სააქციო საზოგადოება ა--------------------------------------–--- ფილიალს (ს/კ 4--------), ხოლო მოპასუხე კომპანია კი წარმოადგენს ამ უკანასკნელის კონტრაქტორს და მთლიან პროექტზე საამშენებლო სამუშოების 90%-ს უშუალოდ მოპასუხე ახორციელებს. ყოველივე ეს გარემოებები ცნობილია მოსარჩელე მხარისათვის.
- საამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, მოპასუხე კომპანიის მიერ ა----------------- ე.წ. დროებით შემოყვანის რეჟიმში საქართველოში შემოყვანილია, სხვადასხვა სახის და დანიშნულების სარკინიგზო ტექნიკა, მათ შორის 10 ერთეული თბომავალი, 30 ერთეული სატვირთო ვაგონი (ე.წ. პორტალი) და 40 ერთეული მეორე ტიპის სატვირთო ვაგონი (ე.წ. ხ-------). რკინიგზის მშნებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დავაზე წარმოდგენილ სადაო პერიოდში, ხ-------ს ტიპის ვაგონებით ხორციელდებოდა საამშენებლო ინერტული მასალის (ღორღი) ტრანსპორტირება სადგურ ც--------დან (მ--------–-----------) გზის სრულ მონაკვეთზე, ს----------–--------------------------------------------–-------. ღორღი უმნიშვნელოვანესია რკინიგზის საამშენებლო სამუშაოების წარმოების მიზნით, ვინაიდან ის დიდი რაოდენობით მოიხმარება უშუალოდ რკინიგზის რელსის და ბეტონის ან ხის განძელების (შპალი) ქვეშ დასაფენად და ნაგებობებისთვის ბეტონით საამშენებლო მასალად. ღორღის ტრანსპორტირება ხორციელდება ხ-------ს ტიპის ვაგონებით, ვინაიდან ამ ვაგონებს აქვს ქვემოდან გახსნის შესაძლებლობა რათა მოხდეს ვაგონიდან ღორღის მარტივად ჩამოტვირთვა უშუალოდ ლიანდაგებზე ქვეშსაფენად.
- მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნათლადაა მითითებული იმ ვაგონების პირადი ნომრები რომლებიც შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ უცხოეთიდან არის დროებითი შემოყვანის რეჟიმით, ეს ვაგონები მოპასუხე კომპანიის მიერ იჯარით არის აღებული და მათ სამართლებრივ მდგომარეობას (კუთვნილებას) არანაირი შემხებლობა არ ააქვს მოსარჩელე ორგანიზაციასთან, შესაბამისად ამ მომენტში ქარწყლდება მოსარჩელის მთავარი სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ 24 სთ-ზე მეტი მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, ვინაიდან და რადგანაც თუ კი მოსარჩელეს არ ეკუთვნის აღნიშნული ვაგონები და რეალობაც ესაა, რომ მათ არ ეკუთვნით ეს ვაგონები, შესაბამისად გაუგებარია რა 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისათვის ცდილობს მოსარჩელე დააკისროს მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება?!
რაც შეეხება ვაგონების ნუმერაციას, დაზუსტებულ სარჩელზე წარმოდგენილია დანართი, გვერდი #23 ეს არის სა---------–-------------ის „სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ა-------“, დოკუმენტში მითითებულია ვაგონის ნომერი “3--------“, მის ქვემოთ გრაფებში ციფრი 3----------------------–----------------, რაც ნიშნავს რომ ყველა დანარჩენი ვაგონის ნომერი იწყება იგივე ციფრით ანუ 3--- აღნიშნულიდან პირველი ციფრი 3 ნიშნავს რომ ეს ვაგონი არის ე.წ. ხ-------, თუ მოვიძიებთ ამ კონკრეტული ვაგონის სრული ნომერი 4---------“ მითითებულია იმ დოკუმენტებში (ა------------------------------------------–-----------------------------–-), რომელიც წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტებში და ეს ვაგონი შემოყვანილია ა----------------- დროებით რეჟიმში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ეს კონკრეტული ვაგონი არ ეკუთვნის მოსარჩელეს, ასევეა ამ დოკუმენტში და მოსარჩელს მიერ მითითებული სხვა ყველა ვაგონების ნომრებთან დაკავშირებით. ასევე წარმოდგენილია ამ კონკრეტული ვაგონის “#3--------“ სურათი, რომელიც გადაღებულია 2018 წლის 28 მარტს თ------–------- რაიონში, ვაგონზე ნათლად ჩანს წარწერა ე.წ. ქვეყნის კოდი, მოცემულ შემთხვევაში #-- რაც არის ა-------------- კოდი და ვაგონზე რუსულ ენაზე მითითებულია რომ ის არის ა-------------- რკინიგზის კუთვნილება.
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია „სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო“, მაგალითად ავიღოთ ისევ ა-------“, ეს დოკუმენტი შედგენილია სადგურ ძ--–- ისევე როგორც სხვა „სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო“ - რომლებიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამ სარჩელზე. აღნიშნული სადგური წარმოადგენს მოპასუხის საამშენებლო პროექტის შემადგენელ ნაწილს და როგორც თავად მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს მოპასუხე კომპანიისთვის მოწერილ წერილში (#----; 24.03.2017.) „ს----------–-------- და მ--------------–---–----------- სადგურები სს „საქართველოს“ რკინიგზის“ ბალანსზე არ იმყოფება და სხვა რაიმე სახის დაცვისა და კონტროლის მექანიზმი ამ ეტაპზე არ გააჩნია, დაახლოებით იგივე შინაარსისაა მოსარჩელის „#--; 08.01.2018“ რუსულენოვანი წერილი, რომლითაც მოსარჩელე პასუხისმგებლობას იხსნის სადგურ „ც-------- - ა---–---–----“ სარკინიგზო მონაკვეთზე. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მოსარჩელე მხარის მიერ მაინც დგება „სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო“, რომელიც წარმოადგენს ამ დავის დაწყების ფაქტობრივ საფუძველს, ვინაიდან სწორედ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს იმ პირველად დოკუმენტს, რომელითაც მოსარჩელე ცდილობს მოპასუხე კომპანია დაავალდებულოს გაურკვეველი ვალდებულებებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან თუ კი რკინიგზის მონაკვეთი არ ეკუთვნის მოსარჩელეს, ასევე ვაგონები არ ეკუთვნის მოსარჩელეს, შესაბამისად გაუგებარია რა სახის გადასახდი უნდა ერიცხებოდეს მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის მიმართ?!
- რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ რკინიგზის მონაკვეთი, რომელზედაც მიმდინარეობს რკინიგზის ხაზის მოწყობის სამუშაოები და რომელზედაც მოპასუხე კომპანია ატარებს კუთვნილ ტვირთებს არ ეკუთვნის მოსარჩელე მხარეს, დასტურდება შესაბამის რეესტრის ამონაწერებით, კერძოდ ეს მონაკვეთები (უძრავი ქონების სახით) ეკუთვნის შპს "მ-------------–----------------" სულ საუბარია 3---ერთეულ უძრავ ქონებაზე, თვალსაჩინოებისათვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილია რამოდენიმე ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ, ასევე წარმოდგენილია, ამ უძრავი ქონების საკადასტრო კოდები სიის სახით, რომელთა მოძიება დაინტერესების შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ელექტრონულ მისამართზე www.http://napr.gov.ge-ზე;
მოპასუხის განმარტებით, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, რომელზედაც მიმდინარეობს სარკინიგზო ხაზის მშენებლობა არ ეკუთვნის მოსარჩელეს, ასევე მათ არ ეკუთვნით ის სარკინიგზო ვაგონები რომელთა გამოყენების გამო მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს გაურკვევლი ვალდებულებები დაეკისროს, კერძოდ ,,24 სთ-ზე მეტი მომსახურების“ საფასური. მოპასუხისათვის გაუგებარია ამ ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან თუკი მოსარჩელეს არ ეკუთვნის სარკინიგზო ხაზი, არ ეკუთვნის სარკინიგზო ვაგონები, ასევე არ ეკუთვნის თბომავალი, და არ ეკუთვნის არც გადასაზიდი ტვირთი, მაშინ რა სამართლებრივი საფუძვლებით ცდილობს მოპასუხეს დაეკისროს დამატებითი ვალდებულებები.
მოპასუხე თვლის, რომ საქმისათვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება დახურული სააქციო საზოგადოება ა-------------- რკინიგზის ყოვველწლიური წერილები სა---------–-------------ის მიმართ, რომლითაც ა---------------–- მხარე დღევანდელ მოსარჩელე მხარეს ატყობინებს საქართველოს ტერიტორიაზე პროექტის საამშენებლო მიზნებისათვის მათი კუთვნილი ვაგონების (მითითებულია ვაგონების ნომრები) შემოსვლის შესახებ, ანუ მოსარჩელე მხარისათვის ყოველთვის იყო ცნობილი რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა ა---------------–- ვაგონები, რომლებიც მოსარჩელის საკუთრება არ არის და მათ მიმართ რათქმაუნდა ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიერ დადგენილი რაიმე გადასახადები ვაგონის მოცდენის ან სხვა ტიპის, ვიანიდან ეს ვაგონები დ-- ა-------------- რკინიგზის საკუთრებას წარმოადგენს. ასევე არსებობს დოკუმენტები „შეტყობინების ფურცელი ტვირთის ჩამოსვლის შესახებ“, რომლითაც დასტურდება რომ ეს ვაგონები დ-- ა-------------- რკინიგზის მიერ ვაგონები გამოყოფილი იქნა მოპასუხე კომპანიისთვის, დოკუმენტაციაში მითითებულია სათითაოდ ვაგონების ნომრები, ასევე წარმოდგენილია ტექნიკის იჯარის კონტრაქტები, რომლითაც ვაგონები დ-- ა-------------- რკინიგზის მიერ გადმოცემულია მოპასუხე კომპანიაზე. (იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ტომი V, ს.ფ. 144-150)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 21 თებერვალს, სს ,,სა---------–-------------ას“ და შპს ,,დე--------–-------“-ის წარმომადგენლობას საქართველოში შორის გაფორმდა დავალიანების აღიარებისა და დაფარვის შესახებ ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, გადამხდელი კისრულობს ვალდებულებას დაფაროს 2013 წლის 24 იანვრის მდგომარეობით სატვირთო გადაზიდვებიდან და მასთან დაკავშირებული მომსახურებიდან გამომდინარე სს ,,სა---------–-------------ას“ მიმართ წარმოშობილი დავალიანება 492 286,90 ლარი ეტაპობრივად, 10 თვის ვადაში, ამ ხელშეკრულებითა და დანართით დადგენილი წესით და პირობებით.
ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებულ ვადებში ვალდებულებების შეუსრულებლობისას, გადამხდელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო სრული სახელშეკრულებო თანხის 0,1%-ს ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 33-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. შპს ,,დე--------–-------“-ის მიერ 2013 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით სს ,,სა---------–-------------ი“-ს ანგარიშზე 2013 წლის 28 თებერვლიდან 2014 წლის 11 აპრილის ჩათვლით ჩარიცხული იქნა 492 286,90 ლარი;
შპს ,,დე--------–-------“-ის მიერ 2013 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები სრულდებოდა ვადაგადაცილებით, შესაბამისად, სს ,,სა---------–-------------ის“ მიმართ არსებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის სარჩელის წარმოდგენის დროისათვის განისაზღვრა 134 878,62 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალებები (ტომი I, ს.ფ. 38-47);
- პირგასამტეხლოს გაანგარიშების ცხრილი (ტომი I, ს.ფ. 37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შპს ,,დე--------–-------“-ის მიერ 2013 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით 2013 წლის 24 მაისს სს ,,სა---------–-------------ი“-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 21 176,32 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება N203 (ტომი I, ს.ფ. 34-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2014 წლის 21 ოქტომბერს, სს ,,სა---------–-------------ას“ და შპს ,,დე--------–-------“-ის შორის გაფორმდა ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი პუნქტით განისაზღვრა სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ შპს ,,დ---------–---------“-ს კუთვნილი ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების პირობები და ანაზღაურების წესი. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ შპს ,,დე--------–-------ი“ უზრუნველყოფდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის სრულად ანაზღაურებას, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 53-56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ დარღვეული იქნა 2014 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის მომსახურების საფასურის გადახდის ვადა. სს ,,სა---------–-------------ამ“ 2015 წლის 12 იანვრის წერილით მოპასუხეს აცნობა მომსახურების საფასურის 80 307,10 ლარისა და იმ პერიოდისათვის (2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) მომსახურების გადაუხდელობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს 2-06,40 ლარის დავალიანების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 12 იანვრის წერილი (ტომი I, ს.ფ. 68);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ 2014 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით სს ,,სა---------–-------------ის“ ანგარიშზე 2015 წლის 17 მარტს ჩარიცხული იქნა 84 000 ლარი;
შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ გადახდილი 84 000 ლარი სს ,,სა---------–-------------ამ“ შემდეგნაირად გაანაწილა: - 2014 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე არსებულ დავალიანებაზე ძირითად თანხის დასაფარად წარიმართა 80 307,10 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს დასაფარავად წარიმართა - 3692,9 ლარი;
სს ,,სა---------–-------------ის“ მიმართ არსებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის სარჩელის წარმოდგენის დროისათვის განისაზღვრა 14 869,27 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება N52 (ტომი I, ს.ფ. 66);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო არის მაღალი, რაც შემცირებას ექვემდებარება.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხის მხრიდან დაგვიანებით იქნა გადახდილი თანხები სს ,,სა---------–-------------ის“ მიმართ არსებული ვალდებულებების შესასრულებლად.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ.საქმე №ას-1220-1480-09).
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-12-5-1187-2015).
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევიდან თანხის გადახდამდე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა 2013 წლის 21 თებერვლის დავალიანების აღიარებისა და დაფარვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 156 054,94 ლარს, ხოლო 2014 წლის 21 ოქტომბრის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან - 18562,17 ლარს, რომლის დასაფარადაც მიმართა მოსარჩელემ შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ დავალიანების დაფარვის მიზნით სს ,,სა---------–-------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები 21 176,32 ლარი და 3692,9 ლარი;
სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს 2013 წლის 21 თებერვლის დავალიანების აღიარებისა და დაფარვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 156 054,94 ლარიდან 21 176,32 ლარამდე, ხოლო 2014 წლის 21 ოქტომბრის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 18 562,17 ლარიდან 3692,9 ლარამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხები 21 176,32 ლარი და 3692,9 ლარი მიმართული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში და სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, გადახდილი პირგასამტეხლოს საფუძველზე მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.
3.2.3. მხარეთა შორის სადავოა ვაგონის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის 41 666,61 ლარის დაკისრების საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ, მ-------------–------------------ მონაკვეთის მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით, ვაგონის ლიანდაგიდან აცდენის გამო, რაც გამოწვეული იყო ლიანდაგის გაუმართაობით, რომელიც მდებარეობდა თ-------–--------------------------------------, დაზიანებულ იქნა სს ,,სა---------–-------------ის“ კუთვნილი ვაგონები, რის შედეგადაც, 2014 წლის აპრილის თვეში, ვაგონების დაზიანებაზე დარიცხული თანხა შეადგენდა 15 379,71 ლარს, მათ შორის 8032,13 ლარი - 2014 წლის აპრილის თვეში ვაგონის დაზიანებაზე დარიცხული თანხის 15 379,71 ლარის ნაწილი (7 347,58 ლარი გაიქვითა 2015 წლის აგვისტოს თვეში), ხოლო 33 634,48 ლარი - 2015 წლის ნოემბრის თვეში ვაგონის დაზიანებაზე დარიცხული თანხაა.
საქმეში წარმოდგენილია ვაგონის დაზიანების შესახებ აქტები (ფორმა ვ-----), რომლის საფუძველზე განისაზღვრა დაზიანების თარიღი, დაზიანების მიზეზი, დამზიანებელი ორგანიზაცია და მიყენებული ზიანის ოდენობა. აღნიშნულ აქტებს ხელს აწერს მოპასუხე შპს ,,დ---------–---------“-ს უფლებამოსილი პირი.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს, ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მეირ წარმოდგენილი ვაგონის დაზიანების შესახებ აქტების (ფორმა ვ-----) სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ სს ,,სა---------–-------------ის“ კუთვნილი ვაგონების დაზიანების ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია. მოპასუხისათვის 41 666,61 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ. -ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) მე-2 სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“) . სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
შპს ,,დე--------–-------ი“ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ სს ,,სა---------–-------------ი“-ს ვაგონები დაზიანდა. ზიანის დადგომაში პასუხისმგებელი პირია შპს ,,დე--------–-------ი“. ზიანის ოდენობა შეადგენს 41 666,61 აშშ დოლარს. ვაგონის დაზიანების შესახებ აქტებზე ხელს აწერს შპს ,,დე--------–-------ი“-ს უფლებამოსილი პირი.
მოპასუხის შედავება ვაგონის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა.
ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელეს მოპასუხის ქმედებით მიადგა ზიანი. შპს ,,დე--------–-------ი“-ს შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათილებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვაგონის დაზიანების შესახებ აქტები N31, N32, N33, N34 (ტომი I, ს.ფ. 49-52);
- ვაგონის დაზიანების შესახებ აქტები N386, N387, N388, N389, N390, N391 (ტომი III, ს.ფ. 49-54);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.4. მხარეთა შორის სადავოა აგრეთვე სს ,,სა---------–-------------ის“ მიერ შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიმართ გაწეული 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისათვის 457 037,45 ლარისა და სადგურის მომსახურებისათვის 412 411,46 ლარის დაკისრების საკითხი.
ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს რომ მოსარჩელეს არანაირი მომსახურება არ გაუწევია, კერძოდ განმარტავს, რომ უძრავი ქონება, რომელზედაც მიმდინარეობს სარკინიგზო ხაზის მშენებლობა არ ეკუთვნის მოსარჩელეს, ასევე მათ არ ეკუთვნით ის სარკინიგზო ვაგონები რომელთა გამოყენების გამო მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს გაურკვევლი ვალდებულებები დაეკისროს, კერძოდ ,,24 სთ-ზე მეტი მომსახურების“ საფასური. მოპასუხისათვის გაუგებარია ამ ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან თუკი მოსარჩელეს არ ეკუთვნის სარკინიგზო ხაზი, არ ეკუთვნის სარკინიგზო ვაგონები, ასევე არ ეკუთვნის თბომავალი, და არ ეკუთვნის არც გადასაზიდი ტვირთი, მაშინ რა სამართლებრივი საფუძვლებით ცდილობს მოპასუხეს დაეკისროს დამატებითი ვალდებულებები.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,დე--------–-------მა“ დროულად ვერ უზრუნველყო სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ, სადგურ ,,ც--------“-ში, მიწოდებული ვაგონების დაცლა, რის შედეგადაც 2015 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისათვის, საერთო ფორმის აქტების საფუძველზე, დაერიცხა 32- 639,92 ლარი, მათ შორის 24 836,47 ლარი დარიცხულია სს ,,სა---------–-------------ა“-ს სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2014 წლის 11 თებერვლის N---- და 2014 წლის 20 ოქტომბრის N---- ბრძანებების საფუძველზე, კომერციული დეპარტამენტის სარევიზიო ცენტრის მიერ, გადამოწმებულ იქნა სადგურ ,,ც--------“-ს სარკინიგზო მომსახურების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის შედგენის სისწორე და ჩატარდა სატვირთო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის შედეგადაც შპს ,,დე--------–-------ი“-ს დაერიცხა სადგურის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული 24 სთ-ზე მეტი მომსახურების საფასური თანხით, სულ 24 836,47 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სს ,,სა---------–-------------ა“-ს მიერ, გაწეული მომსახურებების შესახებ, დასტურდება საერთო ფორმის აქტებით, დარიცხვის ბარათებითა და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროებით, ხოლო 2015 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 01 მარტამდე 24 საათზე მეტი მომსახურება შეადგენს 119 487 ლარს. გარდა ამისა სს ,,სა---------–-------------ა“-ს სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2015 წლის 02 დეკემბრის N1--- ბრძანების საფუძველზე, კომერციული დეპარტამენტის სარევიზიო ცენტრის მიერ, გადამოწმებული იქნა სადგურ ,,ც--------“-ს სარკინიგზო მომსახურების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის შედგენის სისწორე და ჩატარდა სატვირთო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის შედეგადაც შპს ,,დე--------–-------ს დაერიცხა სადგურის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული - 24 სთ-ზე მეტი მომსახურების საფასური თანხით, სულ 10 810,53 ლარი;
რაც შეეხება გაწეული სარკინიგზო მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანებას, მოსარჩელე განმარტავს, რომ 2015 წლის 01 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 170 645,19 ლარის ოდენობით, 2015 წლის 01 მაისიდან 2016 წლის 30 მარტამდე დარიცხული სარკინიგზო მომსახურების საფასური შეადგენს 171 791,32 ლარს, 2016 წლის 22 ოქტომბრიდან 2017 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით 58 536,93 ლარს, ხოლო 2017 წლის 01 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე 11 438,02 ლარი, რაც დასტურდება საკრინიგზო გადაზიდვის შინაარსის მქონე დოკუმენტებით, კერძოდ სადგურის მომსახურების საერთო ფორმის აქტებით, ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროებით და დარიცხვის ბარათებით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის საფასურის დაკისრება, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს 24 სთ-ზე მეტი დროით მომსახურებისათვის და ასევე სადგურის მომსახურების საფასურის ანაზღაურებას.
შესაბამისად მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მომსახურება იქნა გაწეული სს ,,სა---------–-------------ის“ მხრიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება) მითითება ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ ამ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მოპასუხეს.
მოსარჩელემ გაწეული მომსახურების დასადგენად წარმოადგინა დამატებითი მომსახურების დარიცხვის ბარათები, საერთო ფორმის აქტები, რევიზიის აქტები, შესწორების ვაუჩერი, სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე დავალიანების დაანგარიშების ცხრილი.
24 სთ-ზე მეტი დროით მომსახურებისათვის და ასევე, სადგურის მომსახურების ანაზღაურების წესი დადგენილია საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22-ე და 25-ე მუხლებით, ხოლო ანაზღაურების საფასური გაწერილია ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ,,სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურების“ მე-8 მუხლში.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გარემოებები, რომლებიც სარკინიგზო მიმოსვლის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, დასტურდება კომერციული, ტექნიკური და საერთო ფორმის აქტებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად 3. კომერციული აქტი დგება:
ა) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გადმოტვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებზე – გადმოტვირთვის დღეს ან „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღეს;
ბ) ტვირთის გადმოტვირთვისას არასაერთო სარგებლობის ადგილებზე – ტვირთის გადმოტვირთვის დღეს; ამასთან, ტვირთის შემოწმება უნდა მოხდეს ტვირთის გადმოტვირთვის პროცესში ან უშუალოდ ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ;
გ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის მსვლელობის გზაზე – იმ გარემოებათა გამოვლენის დღეს, რომლებიც კომერციული აქტით გაფორმებას ექვემდებარება.
სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 16 მაისის დადგენილებით შემუშავებულია სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური აღრიცხვის და დარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოების, აღრიცხვის, ექსპედირების და ,,სატვირთო საქმიანობის აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში“ შეტანის წესი. წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 16 აპრილის N2- ბრძანებით დამტკიცებული ,,რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესები“-ს საფუძველზე. აღნიშნული წესების თანახმად არის განმარტებუული ყველა სარკინიგზო დოკუმენტაციის შინაარსი, თუ რა შემთხვევაში, რა პირობებში ხდება თითოეული მათგანის შედგენა და სარკინიგზო მომსახურების საფასურის დარიცხვა.
საქმეში წარმოდგენილია, სს ,,სა---------–-------------ა“-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის დავალიანების დაანგარიშების ცხრილი N1 (ტომი I, ს.ფ. 69), რომლითაც განსაზღვრულია 24 სთ-ზე მეტი დროით მომსახურების საფასური 301 903 ლარი. 2014 წლის 02 აპრილიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდისათვის. სარჩელს ერთვის აგრეთვე აღნიშნული პერიოდისათვის შედგენილი დარიცხვის ბარათები (ტომი I, ს.ფ. 70-98) და საერთო ფორმის აქტები (ტომი I, ს.ფ. 93-96); სს ,,სა---------–-------------ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 17.01.2014წ. N-- ბრძანების შესაბამისად სს ,,სა---------–-------------ის“ სადგურ ,,ც--------“-ს სატვირთო და კომერვიული საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის საფუძველზე გადამოწმებული იქნა სადგურ ,,ც--------“-ს სარკინიგზო მომსახურების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის შედგენის სისწორე და ჩატარდა სატვირთო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტური რევიზია (2014 წლის 02 აპრილიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდზე, რის შედეგადაც შპს ,,დე--------–-------ს“ დაერიცხა სადგურის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული - 24 სთ-ზე მეტი მომსახურების საფასური 24 836,47 ლარის ოდენობით. რევიზია ჩატარებული იქნა კოემრციული დეპარტამენტის სარევიზიო ცენტრის რევიზორების მ-------------, ქ--------–---–-- და კ---------–----, სადგურ ,,ც--------“-ს უფროსის ლ------------, კლიენტურის მომსახურების უფროსი კონსულტანტის ბ----------–------ და სატვირთო მომსახურების უფროსი სპეციალისტის გ--------–-----–---–-- მიერ, ტვირთის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლების კონტროლის შესახებ 2011 წლის 12 აპრილის N1---- დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. (ტომი II, ს.ფ. 409-421); საქმეში წარმოდგენილია, აგრეთვე სს ,,სა---------–-------------ა“-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის დავალიანების დაანგარიშების ცხრილი (ტომი III, ს.ფ. 62-64), რომლითაც განსაზღვრულია 24 სთ-ზე მეტი დროით მომსახურების საფასური 119 587 ლარი, 2015 წლის 01 მაისიდან 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდისათვის. სარჩელს ერთვის აგრეთვე აღნიშნული პერიოდისათვის შედგენილი დარიცხვის ბარათები, საერთო ფორმის აქტები და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო (ტომი III, ს.ფ. 69-154); სადავო პერიოდზე (2015 წლის 01 მაისიდან 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით) სს ,,სა---------–-------------ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2015 წლის 02 დეკემბრის N1--- ბრძანების შესაბამისად სს ,,სა---------–-------------ის“ სადგურ ,,ც--------“-ს სატვირთო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის საფუძველზე გადამოწმებული იქნა სადგურ ,,ც--------“-ს სარკინიგზო მომსახურების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის შედგენის სისწორე და ჩატარდა სატვირთო და კომერციული საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რის შედეგადაც შპს ,,დე--------–-------ს“ დაერიცხა სადგურის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული - 24 სთ-ზე მეტი მომსახურების საფასური 10 810,53 ლარის ოდენობით. რევიზია ჩატარებული იქნა კოემრციული დეპარტამენტის სარევიზიო ცენტრის რევიზორების ნ------------–--, ქ--------–---–--, სადგურ ,,ც--------“-ს უფროსის ლ------------, კლიენტურის მომსახურების უფროსი კონსულტანტის ბ----------–------ და სატვირთო მომსახურების უფროსი სპეციალისტის გ--------–-----–---–-- მიერ, ტვირთის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლების კონტროლის შესახებ 2011 წლის 12 აპრილის N1---- დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. (ტომი III, ს.ფ. 791-795); სარჩელს ერთვის აგრეთვე დარიცხვის კორექტირების ცხრილი და შესწორების ვაუჩერი (ტომი III, ს.ფ. 790, 796-805);
რაც შეეხება გაწეული სარკინიგზო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო წარმოშობილ დავალიანებას, მოსარჩელემ გაწეული მომსახურების დასადგენად წარმოადგინა საერთო ფორმის აქტები, ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვორებით და დარიცხვის ბარათებით, რაც წარმოადგენს სარკინიგზო გადაზიდვის შინაარსის მქონე დოკუმენტებს, რომელიც შედგენილია სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 16 მაისის დადგენილებით გათვალისწინებული წესით; კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია სს ,,სა---------–-------------ა“-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის დავალიანების დაანგარიშების ცხრილი N2 (ტომი I, ს.ფ. 98-107), რომლითაც განსაზღვრულია სადგურის მომსახურების საფასური 170 645,19 ლარის ოდენობით, 2014 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდისათვის. სარჩელს ერთვის აგრეთვე აღნიშნული პერიოდისათვის შედგენილი დარიცხვის ბარათები და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო (ტომი I, ს.ფ. 108-633, ტომი II, ს.ფ. 1-408); 2015 წლის 01 მაისიდან 2016 წლის 30 მარტამდე არსებული პერიოდისათვის სარკინიგზო მომსახურების საფასური შეადგენს 171 792,32 ლარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სს ,,სა---------–-------------ა“-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის დავალიანების დაანგარიშების ცხრილით (ტომი III, ს.ფ. 56-62), კერძოდ გამგზავნის სადგურის მომსახურების საფასური შეადგენს 52 515,39 ლარს, ხოლო მიმღები სადგურის საფასურია - 119 275,93 ლარი; გაწეული მომსახურების დადასტურებლად წარმოდგენილია დარიცხვის ბარათები და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო (ტომი III, ს.ფ. 155-789); 2016 წლის 22 ოქტომბრიდან 2017 წლის 01 ოქტომბრამდე არსებული პერიოდისათვის სარკინიგზო მომსახურების საფასური შეადგენს 58 536,93 ლარს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სს ,,სა---------–-------------ა“-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის დავალიანების დაანგარიშების ცხრილით, დარიცხვის ბარათებით, სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროთი და საერთო ფორმის აქტებით. (იხ. ტომი IV, ს.ფ. 24-249); კერძოდ, 2016 წლის 22 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მომსახურების საფასური შეადგენს 6108,02 ლარს (ტომი IV, ს.ფ. 25-35); 2016 წლის 07 ნოემბერს მომსახურების საფასური შეადგენს - 3343,65 ლარი (ტომი IV, ს.ფ. 37-42); 2017 წლის 10 ივნისიდან 2017 წლის 29 ივნისის ჩათვლით - 10680,42 ლარი (ტომი IV, ს.ფ. 44-72); 2017 წლის 08 ივლისიდან 2017 წლის 30 ივლისის ჩათვლით - 7140,42 ლარი (ტომი IV, ს.ფ. 74-142); 2017 წლის 01 აგვისტოდან 2017 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით - 17 489,18 ლარი (ტომი IV, ს.ფ. 144-217) და 2017 წლის 02 სექტემბრიდან 2017 ლის 24 სექტემბრამდე შეადგენს - 13 775,24 ლარს (ტომი IV, ს.ფ. 219-249); 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2017 წლის პირველ დეკემბრამდე გაწეული მომსახურებისა და მისი ღირებულების დადასტურების მიზნით მოსარჩელეს წინა პერიოდის მსგავსად წარმოდგენილი აქვს სს ,,სა---------–-------------ა“-ს დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის დავალიანების დაანგარიშების ცხრილი, დარიცხვის ბარათები, სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო და საერთო ფორმის აქტები. (იხ. ტომი V, ს.ფ. 19-52); კერძოდ, 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2017 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით მომსახურების საფასური შეადგენს 92-9,86 ლარს (ტომი V, ს.ფ. 20-45), ხოლო 2017 წლის 03 ნოემბერს გაწეული მომსახურების საფასურია 2168,16 ლარი, რაც ჯამში 11 438,02 ლარია;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ რომელსაც თითოეული მომსახურებისათვის ევალებოდა შესაბამისი სარკინიგზო გადაზიდვის შინაარსის მქონე დოკუმენტების წარდგენა, დაადასტურა მის მიერ სარკინიგზო მომსახურების, მათ შორის 24 სთ-ზე მეტი მომსახურების გაწევის ფაქტი, ხოლო შპს ,,დე--------–-------ი“-ს აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. საქმის მასალებით, არ დასტურდება, რომ საქმეზე წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები შედგენილია რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების მოთხოვნათა დარღვევით.
შპს ,,დე--------–-------მა“ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი არ ეკუთვნის მოსარჩელეს, სასამართლოს არ წარმოუდგინა.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია შპს ,,მ-------------–---------------“-ს და სს ,,სა---------–-------------ა“-ს შორის დადებული ხელშეკრულება ქონების უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის შესახებ და სს ,,სა---------–-------------ისათვის“ გადაცემული ქონების ნუსხა (მათ შორის სადავო სარკინიგზო მონაკვეთი, ტომი VI, ს.ფ. 3-95), რომლის შესწავლის და გაზიარების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნია სადგურის მომსახურების საფასურის მოთხოვნის უფლება. საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე შპს ,,მ-------------–---------------“-ს 2010 წლის 13 აგვისტოს წერილი, რომლითაც შპს ,,სა---------–-------------ა“-ს აცნობებს, რომ მ-------------–------------------ მაგისტრალის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, მშენებლობის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მიმდინარე მ-----------------–------- სარკინიგზო მონაკვეთის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებლმა კომპანიამ შპს ,,ს---–----------–-----–--------------–-----“ და მისმა ქვეკონტრაქტორმა კომპანიებმა შპს ,,ა-------–-------------“ და შპს ,,დე--------–-------მა“, ც---------–--–------- გადასარბენზე დაგეგმეს სამუშაოების ჩატარება. ამავე წერილში შპს ,,მ-------------–---------------“-ს უთითებს, რომ სამუშაოები შესრულდება შპს ,,სა---------–-------------ისათვის“ მის მიერ უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონების მიმართ, მათი ძალებითა და ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელი ადრესატს სთხოვს მოემსახუროს შემსრულებლებს სადგურ ც--------ში და გადაახდევინოს დადგენილი საფასური. (იხ. ტომი VI, ს.ფ. 96);
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სადგური წარმოადგენს სს ,,სა---------–-------------ის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადაყვნისა და ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისათვის. ძირითადი დანიშნულების და მუშაოების ხასიათის მიხედვით, რკინიგზის სადგურები იყოფიან სამგზავრო, სატვირთო, მახარისხებელ, საუბნო და შუალედურ სადგურებად. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და სირთულის მიხედვით, რკინიგზის სადგურებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი კატეგორიები. მათ შორის I, II და III კატეგორიები - სატვირთო ოპერაციების წარმოების უფლებით და IV კატეგორია - მატარებელთა მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოებათა დასადასტურებლად, რომ ,,ს----------–--------“ წარმოადგენს სს ,,სა---------–-------------ის“ სატვირთო გადაზიდვების მესამე კატეგორიის სადგურს, საქმეში წარმოდგენილია სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2012 წლის 3 ივლისის N2--- დადგენილება, სს ,,სა---------–-------------ის“ ფილიალ ,,სა---------–-------------ის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის სტრუქტურული დებულების დამტკიცების შესახებ“; (იხ. ტომი VI, ს.ფ. 103-118);
სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე მოპასუხის განმარტებას, რომ ვინაიდან „სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო“ ბარათში მითითებული ზოგიერთი ვაგონი არ ეკუთვნის მოსარჩელეს, შესაბამისად არც მომსახურების ღირებულების დარიცხვა უნდა მომხდარიყო. აღნიშნულის სალიუსტრაციოდ მოპასუხე მხარე უთითებს „სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროზე ა-------“ და განმარტავს: ,,დოკუმენტში მითითებულია ვაგონის ნომერი “3--------“, მის ქვემოთ გრაფებში ციფრი 3----------------------–----------------, რაც ნიშნავს რომ ყველა დანარჩენი ვაგონის ნომერი იწყება იგივე ციფრით ანუ 3--- აღნიშნულიდან პირველი ციფრი 3 ნიშნავს რომ ეს ვაგონი არის ე.წ. ხ-------, თუ მოვიძიებთ ამ კონკრეტული ვაგონის სრული ნომერი 4---------“ მითითებულია იმ დოკუმენტებში (ა------------------------------------------–-----------------------------–-), რომელიც წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტებში და ეს ვაგონი შემოყვანილია ა----------------- დროებით რეჟიმში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ეს კონკრეტული ვაგონი არ ეკუთვნის მოსარჩელეს, ასევეა ამ დოკუმენტში და მოსარჩელს მიერ მითითებული სხვა ყველა ვაგონების ნომრებთან დაკავშირებით. ასევე წარმოდგენილია ამ კონკრეტული ვაგონის “#3--------“ სურათი, რომელიც გადაღებულია 2018 წლის 28 მარტს თ------–------- რაიონში, ვაგონზე ნათლად ჩანს წარწერა ე.წ. ქვეყნის კოდი, მოცემულ შემთხვევაში #-- რაც არის ა-------------- კოდი და ვაგონზე რუსულ ენაზე მითითებულია რომ ის არის ა-------------- რკინიგზის კუთვნილება.“;
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რკინიგზის სადგურები ახორციელებენ ტვირთის მიღებას, დატვირთვას, გადმოტვირთვასა და გაცემას, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას (სამუშაოს). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გადაყვანა-გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, აგრეთვე მგზავრისა და ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) გადაყვანა-გადაზიდვისა და სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდევინების უზრუნველსაყოფად რკინიგზის სადგურებში იქმნება სატვირთო განყოფილებები, სატვირთო და საბილეთო სალაროები და სხვა შესაბამისი სამსახურები.
ამავე კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამგზავნ რკინიგზის სადგურში ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდის ვადა არის გადასაზიდად ტვირთის მიღების დღე, ხოლო დანიშნულების რკინიგზის სადგურში – ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაცემის დღე, რომელიც აღინიშნება ზედნადებში.
ამდენად საქართველოს სარკინიგზო კოდექსი ტვირთის გადაზიდვის მომსახურებასთან ერთად ადგენს სადგურის მომსახურების პირობებსა და მათი ანაზღაურების წესს. რკინიგზის მიერ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებისა და დამატებითი საფასურების დაწესება ხორციელდება გადაზიდვა-გადაყვანის მონაწილე მხარეთა ინტერესების, აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამაახსოვროთი დასტურდება, რომ N3------- ვაგონზე განხორციელდა მხოლოდ სადგურის მომსახურება, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხის განმარტებას, მომსახურების საფასურის დარიცხვის უმართებულობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნია სადგურის მომსახურების საფასურის მოთხოვნის უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადგურის მომსახურებისათვის გათვალისწინებული ტარიფებით იქნა განსაზღვრული საფასური, რაც გადაზიდვის მომსახურების საფასურის ოდენობისაგან განსხვავებული. მოპასუხემ ვერც აღნიშნული გარემოების გაქარწყლება შეძლო.
მოთხოვნის უფლებას არ აქარწყლებს აგრეთვე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს ,,მ-------------–---- რკინიგზის“ დირექტორის ო-–--------–---–-- 2013 წლის 25 ოქტომბრის წერილი. (იხ. ტომი VI, ს.ფ. 169); სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მითითებულ წერილში არსებული გარემოებები ეხება საკუთარი ჩიხის ექსპლოატაციის მომსახურების წესებს, რომელიც ცალკე რეგულირდება ტვირთის გადაზიდვის წესების შესაბამისად და არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარკინიგზო მომსახურება განხორციელებულია სადგურ ,,ც--------ში“. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2010 წლის 17 აგვისტოს დადგენილებაზე, რომელიც ეხება მოპასუხისათვის ვაგენობის იჯარით გადაცემასა და მათი სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებას, მითითებული დადგენილების ვადა სრულდებოდა პირველ შემთხვევაში 2010 წლის 28 ივნისს, ხოლო მეორე შემთხვევაში 28 ივნისიდან 2010 წლის ბოლომდე.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
ამავდროულად, კანონი განსაზღვრავს, თუ რა სახის მტკიცებულებებითაა დასაშვები ამა თუ იმ გარემოების დადასტურება და ასეთად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტები; მოწმეთა ჩვენებები; ფაქტების კონსტატაციის მასალები; წერილობითი მასალები; ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ ზემოაღნიშნული წესის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს მიერ შეფასების წინაპირობებსაც, კერძოდ, 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს მხარეთა მიერ საქმისათვის დართული ამა თუ იმ მტკიცებულების საფუძველზე სადავო გარემოების დადგენის ან უარყოფის საკითხის განსაზღვრა.
,,დასაბუთების პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის (წანამძღვრის) ნამდვილობაში მოსამართლე უნდა იყოს დარწმუნებული, რათა ამ მტკიცებულების მეშვეობით მან დასადგენი ფაქტის ნამდვილობა ირწმუნოს. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა გამოკვლევა უკავშირდება არა მარტო დასადგენი ფაქტების ნამდვილობას (შედეგს), არამედ იმ მტკიცებულების ნამდვილობასაც, რომელშიც მოცემულია ფაქტის შესახებ ინფორმაცია (წანამძღვარი). ამ უკანასკნელის ნამდვილობა უზრუნველყოფილია პროცესუალური ფორმის დაცვით. კერძოდ, მტკიცებითი საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა საშუალებებით და კანონით დადგენილი წესების დაცვით. ანუ, ეს ის ფორმაა, რომლითაც შეზღუდულები არიან მტკიცებითი საქმიანობის სუბიექტები. ამ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაცია მოწმდება სხვა მტკიცებულებებთან კავშირში... ერთ შემთხვევაში ამ ინფორმაციის ნამდვილობის სარწმუნოობა შეიძლება იყოს ცალსახად განსაზღვრული (მაგალითად, საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს), ხოლო მეორე შემთხვევაში, საკმარისია მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის არსებობის შესაძლო მაქსიმალური ალბათობა (მაგალითად, კეთილსინდისიერი მყიდველის შეფასებისას)“ (ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში. თეიმურაზ თორდია. 2010 წელი).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა მომსახურების ღირებულება, შესაბამისად მოპასუხისათვის გაწეული 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისათვის 457 037,45 ლარის და სადგურის მომსახურებისათვის 412 411,46 ლარის, სულ 869 448,91 ლარის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე, 686-ე, 992-ე მუხლები. საქართველოს სარკინიგზო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებაა მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და იმაზე, გამოიღებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს ხელშეკრულების იმ პირობების შესაბამისად შესრულებას რაც მხარეთა მიერ იქნა შეთანხმებული. ვალდებულების ყოველგვარი შეუსრულებლობა, გამოიხატება ეს ვალდებულების არადროულად თუ არასრულად შესრულებაში, გულისხმობს ვალდებულების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
სარჩელით განსაზღვრული მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია.
ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევიდან თანხის გადახდამდე დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა 2013 წლის 21 თებერვლის დავალიანების აღიარებისა და დაფარვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 156 054,94 ლარს, ხოლო 2014 წლის 21 ოქტომბრის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან - 18562,17 ლარს, რომლის დასაფარადაც მიმართა მოსარჩელემ შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ დავალიანების დაფარვის მიზნით სს ,,სა---------–-------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხები 21 176,32 ლარი და 3692,9 ლარი;
სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც უკვე გადახდილ ზემოთ მითითებულ თანხაზე სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიჩნეულ იქნა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და იგი შემცირდა 2013 წლის 21 თებერვლის დავალიანების აღიარებისა და დაფარვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში 156 054,94 ლარიდან 21 176,32 ლარამდე, ხოლო 2014 წლის 21 ოქტომბრის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში 18 562,17 ლარიდან 3692,9 ლარამდე, ვალდებულება შესრულებულად უნდა ჩაითვალოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 21 თებერვლის დავალიანების აღიარებისა და დაფარვის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2014 წლის 21 ოქტომბრის ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებისათვის ანგარიშსწორების წესის შესახებ ხელშეკრულებიდან (2014 წლის ოქტომბრისა და ნომებრის თვის მომსახურების ნაწილში) გამომდინარე ვალდებულებები შპს ,,დე--------–-------ი“-ს შესრულებული აქვს.
6.4. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).
სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და მიუთითებს, რომ, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოვალის მიერ არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი არათანაზომიერია პირგასამტეხლოს ოდენობასთან, შესაბამისად, არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი; 2. მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება; და 3. მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. ანუ, მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენელ ზემოაღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, რის გამოც, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით - იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიერ, მ-------------–------------------ მონაკვეთის მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით, ვაგონის ლიანდაგიდან აცდენის გამო, რაც გამოწვეული იყო ლიანდაგის გაუმართაობით, რომელიც მდებარეობდა თ-------–--------------------------------------, დაზიანებულ იქნა სს ,,სა---------–-------------ის“ კუთვნილი ვაგონები, რის შედეგადაც, 2014 წლის აპრილის თვეში, ვაგონების დაზიანებაზე დარიცხული თანხა შეადგენდა 15 379,71 ლარს, მათ შორის 8032,13 ლარი - 2014 წლის აპრილის თვეში ვაგონის დაზიანებაზე დარიცხული თანხის 15 379,71 ლარის ნაწილი (7 347,58 ლარი გაიქვითა 2015 წლის აგვისტოს თვეში), ხოლო 33 634,48 ლარი - 2015 წლის ნოემბრის თვეში ვაგონის დაზიანებაზე დარიცხული თანხაა.
საქმეში წარმოდგენილია ვაგონის დაზიანების შესახებ აქტები (ფორმა ვ-----), რომლის საფუძველზე განისაზღვრა დაზიანების თარიღი, დაზიანების მიზეზი, დამზიანებელი ორგანიზაცია და მიყენებული ზიანის ოდენობა. აღნიშნულ აქტებს ხელს აწერს შპს ,,დ---------–---------“-ს უფლებამოსილი პირი.
შპს ,,დე--------–-------ი“ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ სს ,,სა---------–-------------ი“-ს ვაგონები დაზიანდა. ზიანის დადგომაში პასუხისმგებელი პირია შპს ,,დე--------–-------ი“. ზიანის ოდენობა შეადგენს 41 666,61 ლარს. ვაგონის დაზიანების შესახებ აქტებზე ხელს აწერს შპს ,,დე--------–-------ი“-ს უფლებამოსილი პირი.
მოპასუხის შედავება ვაგონის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და დაადასტურა მისთვის მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „ო” პუნქტის თანახმად კი «ზედნადები» - გადაზიდვის ხელშეკრულება, რომელიც წერილობით ფორმდება რკინიგზასა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) შორის, თან ახლავს ტვირთს მისი მსვლელობის მთელ გზაზე და შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს ტვირთის გადაზიდვის შესახებ. იმავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად კი ზედნადების საფუძველზე რკინიგზა ვალდებულებას კისრულობს‚ ტვირთგამგზავნის მიერ მისთვის გადაცემული ტვირთი მიიტანოს დანიშნულების რკინიგზის სადგურამდე და გადასცეს ტვირთი მიმღებს, ხოლო ტვირთგამგზავნი ვალდებულია‚ გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვის და სხვა მომსახურების გაწევის დადგენილი საფასური.
სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდამდე ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისა და ტვირთის ვაგონში (კონტეინერში) შენახვისათვის პასუხისმგებლობა, აგრეთვე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება მისი დაყოვნების მთელი დროისათვის ეკისრება ტვირთმფლობელს ან ექსპედიტორს ხელშეკრულების შესაბამისად. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი. ხოლო ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.
ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ შპს ,,სა---------–-------------ას” გარდა გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურისა შეუძლია მოითხოვოს ვაგონებით სარგებლობის საფასური, მათ შორის ხარჯების ანაზღაურება ვაგონის დაყოვნებისათვის.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,სა---------–-------------ის“ გენერალური დირექტორის 2011 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები (ტომი II, ს.ფ. 623-62-); საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,სა---------–-------------ის“ დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 29 ნოემბრის N3---- დადგენილებით დამტკიცებული სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები (ტომი V, ს.ფ. 53-101), რომლის მიხედვითაც, დანიშნულების სადგურში კლიენტის მიზეზით 24 საათზე მეტი მომსახურეობისას, თითოეულ დაწყებულ დღე-ღამეზე დადგენილია დამატებითი მომსახურების საფასური. სარკინიგზო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვაგონით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ვაგონის დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე. ვინაიდან სს ,,სა---------–-------------ის“ სატარიფო პოლიტიკის მიხედვით რკინიგზის კუთვნილ ვაგონზე დამატებითი საფასური გამოიანგარიშება დანიშნულების სადგურში კლიენტის მიზეზით 24 საათზე მეტი მომსახურეობისას, ლოგიკურია, რომ ვაგონის დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან 24 საათზე მეტი მომსახურება ტვირთმიმღების მიერ უნდა ანაზღაურდეს, თუკი ამგვარი მომსახურების აუცილებლობა გამოწვეულია ტვირთმიმღების მიზეზით.
საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლით მოწესრიგებულია მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც. იგივე მითითებულია სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილშიც.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, არ დასტურდება, რომ საქმეზე წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტები შედგენილია რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების მოთხოვნათა დარღვევით. სწორედ აღნიშნული, აქტებით არის განსაზღვრული 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისა და სადგურის მომსახურების საფასური. მოპასუხემ ვერც იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება შეძლო, რომელიც შპს ,,დე--------–-------ი“-ს ბრალს გამორიცხავდა დაყოვნების ნაწილში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად (გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტი), მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა მომსახურების ღირებულება, შესაბამისად მოპასუხისათვის გაწეული 24 სთ-ზე მეტი მომსახურებისათვის 457 037,45 ლარის და სადგურის მომსახურებისათვის 412 411,46 ლარის, სულ 869 448,91 ლარის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით; (ტომი II, ს.ფ. 641)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ,,დე--------–-------ი“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 911 115,52 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1 060 863,41 ლარისა. შესაბამისად დავის საგნის ღირებულება რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, შეადგენს 911 115,52 ლარს (დაკმაყოფილდა 85,88%).
შესაბამისად, შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 5000 ლარის 85,88%-ის, 4294 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
ამასთან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 706 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,სა---------–-------------ის“ სარჩელი შპს ,,დე--------–-------ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სს ,,სა---------–-------------ას“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ვაგონის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის - 41 666,61 ლარის გადახდა.
4. შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადგურის მომსახურებისათვის 869 448,91 ლარის გადახდა.
5. შპს ,,დე--------–-------ი“-ს სს ,,სა---------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4294 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე