1. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სააგენტო ახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
3. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სააგენტო ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს/მოვალეობებს.
5. სააგენტო აღიარებს მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს და ახორციელებს მათ მონიტორინგს.
6. სააგენტო უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჯარო დაწესებულებისგან ან/და ნებისმიერი სხვა პირისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №508
- 31.05.2023 კანონი №2998
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა 1. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტო ახორციელებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 3. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტო ახორციელებს ამ სფეროს ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტო ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს/მოვალეობებს. თავი5. II.სააგენტო რკინიგზისაღიარებს მიერმემანქანეთა გადაყვანა-გადაზიდვისჯანმრთელობის ორგანიზებამდგომარეობის შეფასებისა და მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმს და ახორციელებს მათ მონიტორინგს. 6. სააგენტო უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჯარო დაწესებულებისგან ან/და ნებისმიერი სხვა პირისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება