რკინიგზის მიერ მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის ტარიფებისა და დამატებითი საფასურების დაწესება ხორციელდება გადაზიდვა-გადაყვანის მონაწილე მხარეთა ინტერესების, აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების, ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1872 - სსმ I , № 41, 19.07.2005წ., მუხ.2