1. კომპანიამ და საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყონ:

ა)
ამ პუნქტის

„ბ“
და
„გ“
ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გემზე ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვერბალური კომუნიკაციის განხორციელების საშუალების არსებობა
გემის ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოებისათვის
, განსაკუთრებით
−
გზავნილებისა და ინსტრუქციების დროულად
მიღებისა და სწორად აღქმისათვის;

ბ) ნავთობმზიდ, ქიმმზიდ და თხევად აირმზიდ ტანკერებზე კაპიტნებს, ოფიცრებსა
და რიგითებს შორის ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა;

გ) გემსა და ნაპირზე განლაგებულ უწყებებს შორის სათანადო კავშირის არსებობის შესაძლებლობა, SOLAS-ის კონვენციის V თავის მე-14 რეგლამენტის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. უსაფრთხოების საკითხებში ეკიპაჟის ეფექტიანი
მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით
, საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა მეზღვაურისთვის გასაგები იყოს ინგლისური
ენა
და
, საჭიროების შემთხვევაში,მათ
უფლება
ჰქონდეთ,ბრძანებები და ინსტრუქციები გასცენ და ანგარიშები ჩააბარონ ინგლისურ
ენაზე
.

3. საქართველოს დროშით მცურავი გემის შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ შეასრულებს
ამ
კანონით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს, სააგენტოს უფლება აქვს
, შეაჩეროს ამ კომპანიისთვის ISM
-ის
კოდექსის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დოკუმენტი (DOC) ხარვეზის საბოლოოდ
გამოსწორებამდე