1. კომპანი
ა
ვალდებული
ა
უზრუნველყოს
გემის
კაპიტნის, უფროსი მექანიკოსისა და ვახტის პერსონალის
ყველა
წევრის
მიერ STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა
დაცვა გემზე ვახტის მუდმივად უსაფრთხო გაწევისათვის, არსებული გარემოებებისა და პირობების გათვალისწინებით.
2. სააგენტომ გემის კაპიტანს უნდა მოსთხოვოს ვახტის უსაფრთხო გაწევის უზრუნველყოფის მიზნით
ადეკვატური მორიგეობის ნორმების განსაზღვრა, რომელთა
მიხედვით:
ა) გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწე პასუხისმგებელია
გემის ვახტის
უსაფრთხო გაწევაზე
თავისი მორიგეობის პერიოდში,როდესაც
იგი
მუდმივად უნდა იმყოფებოდეს
სანავიგაციო
ხიდურაზე ან მასთან უშუალოდ დაკავშირებულ
ისეთ
ადგილებზე, როგორებიცაა სანავიგაციო ჯიხური და მართვის პუნქტი;
ბ) რადიოოპერატორი
ვალდებულია
თავისი
მორიგეობის პერიოდში აწარმოოს
მუდმივი რადიომეთვალყურეობა შესაბამის სიხშირეებზე;
გ) სავახტო მექანიკოსი, STCW-ის კოდექსის თანახმად, ვალდებულია
, უფროსი მექანიკოსის მითითებით, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს
სამანქანე განყოფილებაში ან,საჭიროების შემთხვევაში,ადგილზე
იმყოფებოდეს
სამანქანე განყოფილებაში
თავისი
მოვალეობების
შესრულების
დროს;
დ) უსაფრთხოების მიზნით მუდმივად
უნდა
ხორციელდებოდეს სათანადო და ეფექტი
ანი
მეთვალყურეობა, როდესაც გემი დგას ღუზაზე ან მიმდგარია ნაპირთან, ხოლო გემზე საშიში ტვირთის არსებობის შემთხვევაში ვახტის ორგანიზების
ას
გათვალისწინებული
უნდა იქნეს საშიში ტვირთის თვისებები, რაოდენობა, შეფუთვისა
და განლაგების პირობები და გემზე, ზღვაზე
ან
ნაპირზე
არსებული
განსაკუთრებული პირობები;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით გემზე მუდმივად უნდა
ხორციელდებოდეს
სათანადო და ეფექტიანი
მეთვალყურეობ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (23.12.2011).
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 58. ვახტის ორგანიზება და ზედამხედველობის წესები 1. კომპანი ა ვალდებული ა უზრუნველყოს გემის კაპიტნის, უფროსი მექანიკოსისა და ვახტის პერსონალის ყველა წევრის მიერ STCW-ის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვა გემზე ვახტის მუდმივად უსაფრთხო გაწევისათვის, არსებული გარემოებებისა და პირობების გათვალისწინებით. 2. სააგენტომ გემის კაპიტანს უნდა მოსთხოვოს ვახტის უსაფრთხო გაწევის უზრუნველყოფის მიზნით ადეკვატური მორიგეობის ნორმების განსაზღვრა, რომელთა მიხედვით: ა) გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწე პასუხისმგებელია გემის ვახტის უსაფრთხო გაწევაზე თავისი მორიგეობის პერიოდში, როდესაც იგი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს სანავიგაციო ხიდურაზე ან მასთან უშუალოდ დაკავშირებულ ისეთ ადგილებზე, როგორებიცაა სანავიგაციო ჯიხური და მართვის პუნქტი; ბ) რადიოოპერატორი ვალდებულია თავისი მორიგეობის პერიოდში აწარმოოს მუდმივი რადიომეთვალყურეობა შესაბამის სიხშირეებზე; გ) სავახტო მექანიკოსი, STCW-ის კოდექსის თანახმად, ვალდებულია , უფროსი მექანიკოსის მითითებით, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამანქანე განყოფილებაში ან, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე იმყოფებოდეს სამანქანე განყოფილებაში თავისი მოვალეობების შესრულების დროს; დ) უსაფრთხოების მიზნით მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სათანადო და ეფექტი ანი მეთვალყურეობა, როდესაც გემი დგას ღუზაზე ან მიმდგარია ნაპირთან, ხოლო გემზე საშიში ტვირთის არსებობის შემთხვევაში ვახტის ორგანიზების ას გათვალისწინებული უნდა იქნეს საშიში ტვირთის თვისებები, რაოდენობა, შეფუთვისა და განლაგების პირობები და გემზე, ზღვაზე ან ნაპირზე არსებული განსაკუთრებული პირობები; ე) საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით გემზე მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სათანადო და ეფექტიანი მეთვალყურეობა.