1. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე გარდაიცვალა ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე, შესაბამისმა დაწესებულებამ ამის შესახებ უნდას აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ასევე შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი მონაცემი გარდაცვლილის მემკვიდრეების. საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის. სამკვიდროს მოცულობისა და ღირებულების შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, არსებობს თუ არა ანდერძი აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის შესაბამისი დაწესებულება მიიღებს ცნობებს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქემ, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის ტერიტორიებს გარეთ გარდაიცვალა, ქონება დატოვა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უფრო ადრე მიიღებს ცნობებს გარდაცვალების შესახებ, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს იუსტიციის იმ დაწესებულებას, რომელიც კომპეტენტურია მიიღოს ზომები სამკვიდრო ქონების დასაცავა