მუხლი 1402. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები
ანდერძი ძალას კარგავს, თუ:
ა ) პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე;
ბ ) ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი;
გ ) ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1402. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები ანდერძი ძალას კარგავს, თუ: ა ) პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე; ბ ) ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი; გ ) ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე.
…საფუძველი, ვინაიდან მიიჩნია, რომ ნ. ყ-შვილის სამკვიდროს გახსნის დროისათვის აღარ არსებობდა ანდერძში მითითებული უძრავი ქონება, როგორც სამკვიდრო ქონება და სადავო ანდერძი იურიდიული ძალის არმქონეა. სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 1402-ე მუხლზე. ნ.ყ-შვილის სამკვიდროში შემავალი სხვა ქონება – პენსია 321,4 ლარის ოდენობით, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 მაისის…
საქმე №ას-650-1300-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2004
…გადაიხადა შეთანხმებული ფასი და მიიღო ნაყიდი ქონება. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა, მისი, როგორც ლ. მ-ის კანონისმიერი მემკვიდრის საკუთრების უფლების ცნობის თაობაზე სადავო ბინაზე და ამ ბინაში არსებულ ქონებაზე, რადგან სკ-ს 1402-ე მუხლის თანახმად, ანდერძი ძალას კარგავს, თუ ნაანდერძევი ქონება მოანდერძემ გაასხვისა სიცოცხლეში. ამდენად, რადგან სადავო ბინა ლ. მ-მა გაასხვისა სიცოცხლეშივე,…
საქმე №ას-664-1313-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2003
…იქნეს უღირს მემკვიდრედ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მარინა ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს…
საქმე №3კ/1464-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.05.2003
…უნდა იქნეს უღირს მემკვიდრედ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მ. ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1311-ე, 1344-ე, 1357-ე, 1364-ე, 1368-ე, 1398-ე, 1402-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ. სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო პალატა…
საქმე №3კ/200-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.03.2001
…საცხოვრებელი სახლი და 500 კვ.მ. ფართობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უანდერძა შვილიშვილს _ ზ. ო-შვილს. 1999 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა ზ. ო-შვილი, ხოლო იმავე წლის 23 მაისს _ მოანდერძე შა. ო-შვილი. მოსარჩელე განმარტავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1402-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, ანდერძი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად, რადგანაც პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ანდერძი,…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 47. ანდერძი— სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენცია
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ