მუხლი 1404. ცალკეული საანდერძო განკარგულებების ბათილობა
1. ის საანდერძო განკარგულება, რომლის საფუძველზედაც ხდება ისეთ ნივთზე მემკვიდრედ მოწვევა, რომელიც არ არის სამკვიდროში, ბათილია.
2. თუ ვინმეს ეანდერძა ფულადი თანხა, რომელიც არ არის სამკვიდრო ქონებაში, მაშინ ანდერძის ასეთი განკარგულება ბათილია.
3. ბათილია საანდერძო განკარგულება იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს შეიძენს განსაზღვრული დროით, ან არა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან, არამედ უფრო გვიან, ასევე, იმ პირზე მითითების შესახებ, რომელზედაც უნდა გადავიდეს სამკვიდრო მემკვიდრის გარდაცვალების შემდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…ბათილობის გარეშე, სამკვიდრო მოწმობის გაუქმების მოთხოვნის სამართლებრივი საშუალება მოსარჩელეს ამოწურული აქვს. 12. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 52-ე- 62-ე, 1403-ე, 1404-ე მუხლები და განმარტა, რომ ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ. 13. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადად,…
…ბათილად ცნობა. 10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 11. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1407-ე, 1404-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედ.) 539-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლები. 12.…
…დ.მ-ის სასარგებლოდ. 2011 წლის 9 მარტს გარდაიცვალა დ.მ-ი. 2005 წლის 3 ივნისის ანდერძით დ.მ-მა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისში, ი.ნ-ის ქ. N22 - ში უანდერძა გ.მ-ს. პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1404.1-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა ქ. თბილისში, ი.ნ-ის ქ. N22-ში მდებარე 33მ2 საცხოვრებელი…
…¹1 ოთახი _ 20.6კვ.მ, ¹2 ოთახი _ 12.2კვ.მ, ¹3 ოთახი _ 12.2კვ.მ, სამზარეულო _ 13.9კვ.მ, დერეფანი _ 53.2კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა მიხედვითაც სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების…
…ამ უკანასკნელმა სადავო ბინა უანდერძა შვილიშვილს _ ი. ჭ-უას, ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, ვინაიდან ანდერძი მოიცავდა კ. კ-ძის კუთვნილ წილსაც. ამ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ დაასახელა სამოქალაქო კოდექსის 1404-ე მუხლი (ს.ფ. 1-11). მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარდგენილ შესაგებელში განმარტეს, რომ ბათუმში,... ქ. ¹34/40-ში მდებარე ¹8 ბინა მ. მ-ძემ…