1. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ.
2. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს – ბათილია.
3. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1403. ანდერძის ბათილობა 1. ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების ბათილობას საერთოდ. 2. საანდერძო განკარგულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონს ან საზოგადოებრივ ინტერესებს, აგრეთვე ისეთი განკარგულებები, რომლებიც გაუგებარია ან ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს _– ბათილია. 3. ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(28)
საქმე №ას-1393-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2025
…მუხლის პირველი ნაწილიდან (ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან მის გარეშე), 1364-ე მუხლიდან (მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას) და 1403-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ანდერძი ბათილად ჩაითვლება იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევს გარიგების ბათილობას საერთოდ) გამომდინარეობს. 29. საკასაციო პალატამ…
საქმე №ას-1059-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2023
…რომლის მიზანია იმ საფრთხეების თავიდან აცილება, რაც უკავშირდება ანდერძის დაკარგვას, დოკუმენტის გაფუჭებას და ა.შ. (შდრ: სუსგ №ას-1048-988-2015, 09 მარტი, 2016 წ.). 76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ანდერძის ბათილობის საფუძვლებს სსკ-ის 1403-ე მუხლი ითვალისწინებს, რომელიც, ამ კუთხით, სამ საბაზისო შემთხვევას ადგენს, კერძოდ: ა) ანდერძის ბათილობა იმ პირობების არსებობისას, რომლებიც იწვევენ გარიგების…
საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
…(მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა) ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ანდერძი არ არის ხელმოწერილი მამკვიდრებლის მიერ, არ შეიცავს მის ნებას სამკვიდროს განკარგვაზე, რაც სსკ-ის 54-ე და 1403-ე მუხლების შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. 21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ბათილია ანდერძი, ასევე ბათილს წარმოადგენს ამ…
საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2023
…(მოწმის ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნა) ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ანდერძი არ არის ხელმოწერილი მამკვიდრებლის მიერ, არ შეიცავს მის ნებას სამკვიდროს განკარგვაზე, რაც სსკ-ის 54-ე და 1403-ე მუხლების შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. 19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ბათილია ანდერძი, ასევე ბათილს წარმოადგენს ამ…
საქმე №ას-615-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2022
…საგულისხმოა ისიც, რომ 2014 წლის სექტემბრის შემდეგ მართალია მამკვიდრებლისათვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებული არ ყოფილა, თუმცა ის მოპასუხის მისმართზე ოჯახის ექიმმა მოინახულა. 35. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1344-1345-ე, 1357-1358-ე მუხლებით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და…
საქმე №ას-955-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
მუხლი 35. ანდერძი— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ