1. ნოტარიუსი უფლებამოსილია, გასცეს მოწმობა, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობა არ არის სამკვიდრო მოწმობა და მას არ აქვს ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვება სამკვიდრო მოწმობის გაცემას.
3. მოწმობა მიეცემა იმ პირს, რომელმაც სამკვდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. თუ განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე პირს, ყველა მათგანს მიეცემა ერთიანი მოწმობა.
4. მოწმობაში ამ ინსტრუქციით დადგენილი სავალდებულო მონაცემების გარდა უნდა მიეთითოს ის უფლებები და ვალდებულებები, რაც აქვს მოწმობის მიმღებ პირს, როგორც სამკვიდროს კანონისმიერ მმართველს, მათ შორის: ვადადამდგარი უფლებების რეალიზაციის უფლება, ვადადამდგარი ვალდებულებების შესრულების უფლება, წარმომადგენლობის უფლება სასამართლო/ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში.
5. პირს, რომელსაც მიეცა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობა, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სამკვიდრო მასის კანონისმიერ მმართველს
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
- მუხლი 1325. საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთა სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
- მუხლი 1415. სამკვიდროს დაცვა და მართვა
- მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის
მეზობელი მუხლები
- მუხლი 78. განცხადება სამკვიდროს მიღების/სამკვიდროზე უარის შესახებ. განცხადება სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ
- მუხლი 79. მამკვიდრებლის კრედიტორის განცხადების მიღება
- მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 82. ქონების აღწერა
- მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
- მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 84, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-84/