1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და გონივრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია, მოითხოვოს მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამემკვიდრეო საქმისწარმოების გახსნის შესახებ საჯარო განცხადების გამოქვეყნება საერთო-ეროვნული მნიშვნელობის გაზეთში (გაზეთში, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით). განცხადებაში უნდა მიეთითოს გარდაცვლილის ვინაობა, გარდაცვალების თარიღი, ნოტარიუსის ვინაობა და სანოტარო ბიუროს მისამართი, სადაც შეიძლება სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენა. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს არანაკლებ ორჯერ, ამასთან, მეორე გამოქვეყნება დასაშვებია პირველი გამოქვეყნებიდან ათი დღის ამოუწურვის შემდეგ და პირველი გამოქვეყნებიდან ოცი დღის გასვლამდე. განცხადების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს (მათ შორის, ხარჯების გადახდით) პირი, რომელიც ითხოვს სამკვიდრო მოწმობის გაცემას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ნოტარიუსი უფლებამოსილია, სამკვიდრო მოწმობის გაცემა გადადოს პირველი გამოქვეყნებიდან ოცდაათი კალენდარული დღის ამოწურვამდე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-464-438-2011
…ინსტანციის სასამართლოს შეუფასებია, კერძოდ, ნოტარიუსმა დაარღვია საქართველოს იუსტიციის სამონისტროს ¹71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ», კერძოდ, დაირღვა ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლი და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. თ-ვა-ქ-ვამ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიმართა ნოტარიუსს, ასევე, რომ ლ.თ-ვამ…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 80. დსთ-ის სახელმწიფოს მოქალაქის სამკვიდროს მიღების საქმისწარმოების წესები
- მუხლი 81. სამკვიდროს დაცვა
- მუხლი 82. ქონების აღწერა
- მუხლი 83. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
- მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება
- მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
- მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 87, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-87/