1. სამკვიდროს გაყოფის შესახებ შეთანხმებას ყველა შემთხვევაში წინ უნდა უსწრებდეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა იმ პირობით, რომ სამკვიდრო მოწმობაში მიეთითება ყველა მემკვიდრე და სამკვიდრო მასაში თითოეული მათგანის იდეალური წილი, სამკვიდრო მასაში შემავალი კონკრეტული ქონების სავალდებულო მითითების გარეშე.
2. სამკვიდროს გაყოფის შესახებ შეთანხმებაში უნდა მიეთითოს, კონკრეტულად რომელ ქონებას და რა პირობებით იყოფენ მემკვიდრეები. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა ის დოკუმენტი, რაც აუცილებელია სამკვიდრო მასაში არსებული გასაყოფი ქონების უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად.
3. სამკვიდროს გაყოფის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა დამატებითი სამკვიდრო მოწმობები, რომელშიც მიეთითება, რომელმა მემკვიდრემ კონკრეტულად რომელი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, ამასთანავე, დამატებით გაცემულ მოწმობაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამკვიდროს გაყოფის შესახებ მემკვიდრეთა შორის დადებული შეთანხმების შესახებ
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1324. სამკვიდროს გახსნის ადგილი
- მუხლი 1328. სამკვიდრო ქონება
- მუხლი 51. საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება
- მუხლი 1425. სამკვიდროს მიღების სპეციალური ვადა
- მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის
- მუხლი 1427. სამკვიდროს განკარგვის დაუშვებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 85. სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დამდგენი დოკუმენტები
- მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
- მუხლი 93. უმკვიდრო ქონების გადაცემა უფლებამოსილი სუბიექტებისათვის
- მუხლი 94. დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 95. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 96. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების შენახვის წესი
- მუხლი 97. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების გადაცემის შეუძლებლობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 92, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-92/