1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ შემთხვევაში უმკვიდრო ქონება გადაეცემა უფლებამოსილ სუბიექტებს:
ა) მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებას, თუ მამკვიდრებელი მათ რჩენაზე იმყოფებოდა;
ბ) სახელმწიფოს, თუ ამ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტებისათვის უმკვიდრო ქონების გადაცემის საფუძველი.
2. უმკვიდრო ქონების მიღების მიზნით უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია ნოტარიუსს მიმართოს განცხადებით. განცხადება შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის გასვლამდე, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგ.
3. მოწმობა უმკვიდრო ქონების უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
4. მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუკი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება არ არის შეტანილი სანოტარო ბიუროში, და უფლებამოსილი სუბიექტი ითხოვს უმკვიდრო ქონების საკუთრებაში გადაცემას, ნოტარიუსი ვალდებულია, გამოაქვეყნოს საჯარო განცხადება უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შესახებ. განცხადებაში უნდა აღიწეროს საქმის გარემოებები და უნდა მიეთითოს სანოტარო ბიუროს მისამართი. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სამჯერ არანაკლებ შვიდდღიანი შუალედებით. განცხადების გამოქვეყნების ხარჯებს იხდის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც ითხოვს უმკვიდრო ქონების საკუთრებაში გადაცემას.
5. უმკვიდრო ქონების მიღებაზე უფლებამოსილმა სუბიექტმა – მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებამ ნოტარიუსს უნდა წარუდგინოს დოკუმენტი, რაც ადასტურებს ამ დაწესებულებათა მიერ მამკვიდრებლის რჩენის ფაქტს.
6. უმკვიდრო ქონების უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შემთხვევაში საქმის გარემოებებიდან გამომდინარე გამოითხოვება სხვა დოკუმენტები (იურიდიული პირების შესახებ დოკუმენტაცია, უმკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და სხვა).
თავი X
დოკუმენტების, ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღებ
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 93. უმკვიდრო ქონების გადაცემა უფლებამოსილი სუბიექტებისათვის
თავი IX — სამემკვიდრეო საქმისწარმოების წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ
- მუხლი 88. სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას
- მუხლი 89. დოკუმენტები სამკვიდრო მოწმობაში მითითებულ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
- მუხლი 90. სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის ჩართვა
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
- მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
- მუხლი 94. დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 95. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 96. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების შენახვის წესი
- მუხლი 97. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების გადაცემის შეუძლებლობა
- მუხლი 98. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების ნოტარიუსისათვის გადაცემის იურიდიული შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 93, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-93/