თუ კრედიტორი უარს აცხადებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების მიღებაზე, ნოტარიუსი ამის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. მოვალეს შენატანის დაბრუნებისათვის ნოტარიუსის მიერ განესაზღვრება ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მიცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ან თუ იგი უარს აცხადებს შენატანის დაბრუნებაზე, მაშინ ვალდებულების საგანი ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებად. მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები ნოტარიუსის მიერ ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის დაქვითული თანხისა
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.10.2023
მუხლი 97. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების გადაცემის შეუძლებლობა
თავი X — დოკუმენტების, ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 91. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
- მუხლი 92. სამკვიდროს გაყოფა
- მუხლი 93. უმკვიდრო ქონების გადაცემა უფლებამოსილი სუბიექტებისათვის
- მუხლი 94. დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 95. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება
- მუხლი 96. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების შენახვის წესი
- მუხლი 98. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების ნოტარიუსისათვის გადაცემის იურიდიული შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 97, №71, 31.03.2010, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.014413 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1010061/muxli-97/