ბრძანება N 27104
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27104
09 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---ის (პ/ნ ---)
(მის.:---) 2025 წლის 11 ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №98331/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 25 სექტემბრის №011-2025-151660 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებით (საქმე №3ბ/259- 24) შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით საგადასახადო ორგანოს მიერ უნდა მოხდეს ცრუმაგიერი პირის ---ის (პ/ნ ----) მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების ---(სახელმწიფო ნომერი ---) რეალიზაცია ღია აუქციონის წესით. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ სხვა იძულებითი ღონისძიებები არ უნდა განხორციელებულიყო და საბანკო ანგარიშზე არ უნდა გავრცელებოდა საინკასო დავალება, თანაც მთლიან სახელფასო თანხაზე, რის გამოც ირღვევა მისი უფლებები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობასა და საინკასო დავალებით ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის (საქმე №3/8082-21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და --- (ს/ნ ---), შპს „---“ (ს/ნ ---), ----(პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), ---(პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), --- (პ/ნ---), ---(პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), --- (პ/ნ---) და --- (პ.ნ---) აღიარებულ იქნენ შპს „---ს“ (ს/ნ ---) ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით დარჩა ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №330350021005352135 (№3ბ/2615-22წ.) ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 25 სექტემბერს გამოიცა №011- 2025-151660 ბრძანება ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (50 448 323.24 ლარზე).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 29 სექტემბერს.
ამასთან, 2025 წლის 25 სექტემბრის №011-2025-151660 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 5 925.69 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის (საქმე №3/8082-21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და ---(ს/ნ ---), შპს „---“ (ს/ნ ---), --- (პ/ნ ---), ----(პ/ნ ---), --- (პ/ნ ---), ----- და --- აღიარებულ იქნენ შპს „---ის“ (ს/ნ ----) ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით დარჩა ძალაში, რის საფუძველზეც, 2025 წლის 25 სექტემბერს გამოიცა სადავო ბრძანება ფ/პ ----ის (პ/ნ ---) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (50 448 323.24 ლარზე).
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „---ს“ (ს/ნ---) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის (საქმე №3ბ/259-24) ბრძანების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად: ---ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანება და მიღებულ იქნეს ახალი ბრძანება; სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს „---ს“ (ს/ნ ---) ცრუმაგიერი პირის ---ის (პ/---) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ღია აუქციონის წესით რეალიზებულ იქნეს შპს „---ის“ (ს/ნ ---) ცრუმაგიერი პირის ---ის (პ/ნ ---) ავტოსატრანსპორტო საშუალება ---(სახელმწიფო ნომრით ---); დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
ამდენად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის (საქმე №3ბ/259-24) ბრძანება (დავის საგანი - დაყადაღებული ქონების რეალიზაცია) შეეხება შპს „---ის“ (ს/ნ ---) ცრუმაგიერი პირის ---ს (პ/---) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობასა და საინკასო დავალებით ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის (საქმე №3/8082-21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს „---ს“ ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ბრძანება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით დარჩა ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის №330350021005352135 (№3ბ/2615-22წ.) ბრძანების საფუძველზე, 2025 წლის 25 სექტემბერს გამოიცა №011- 2025-151660 ბრძანება მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (50 448 323.24 ლარზე).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2025 წლის 29 სექტემბერს.
ამასთან, 2025 წლის 25 სექტემბრის №011-2025-151660 საინკასო დავალების საფუძველზე საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 5 925.69 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238 (1); 238 (6); 243 (1).