ბრძანება N 6967

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2025
№ დოკუმენტი 6967
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6967

11 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 24 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აპრილის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №94724/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 20 თებერვლის №081-117 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 2025 წლის 7 მარტის №2025/081- 117/1 და №2025/081-117/2 აქტებს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ------ საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის №3-410/22 ბრძანების და ------- სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის №------ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,------“ (ს/ნ ------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით, მისი ცრუმაგიერი პირის -------- საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადება, ასევე შედგა ქონების აღწერა-დაყადაღების ორი აქტი. შესაბამისად, დადგინდა, რომ მომჩივანი ცრუმაგიერი პირია, თუმცა მის ქონებაზე ყადაღის დადების დროს უნდა დადგინდეს ეს ქონება არის თუ არა ცრუმაგიერობის საფუძვლით შეძენილი, რა დროსაც აუცილებელია, განისაზღვროს, ადგილი ჰქონდა თუ არა პირების განზრახვას, საგადასახადო ვალდებულების/უზრუნველყოფის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებს, მიღებული შედეგების მიხედვით. შესაბამისად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებში მითითებული ქონებები არ წარმოადგენენ ცრუმაგიერობის საფუძვლით შეძენილ ქონებებს. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ 2025 წლის 19 მარტს შპს ,,------“ (ს/ნ ---------) მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, სადაც ძირითად თანხად მითითებულია 1 200 000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ------ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2024 წლის 12 დეკემბრის საქმე №------- ბრძანებით, უცვლელად დარჩა ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ივლისის შუამდგომლობა, შპს „-------“ (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად -------- (პ/ნ --------), -------- (პ/ნ ---------) და შპს „-------“ (ს/ნ --------) აღიარების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, -------- სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის საქმე №------- ბრძანების, ------- საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის ბრძანების საფუძველზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 20 თებერვლის №081-117 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მისი ცრუმაგიერი პირის ფ/პ --------

(პ/ნ -------) საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ნებისმიერი ქონება. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 20 თებერვლის

№081-117 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 19 მარტს.

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2025 წლის 7 მარტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №------- და №------- აქტები, რომლითაც აღწერა-დაყადაღებას დაექვემდებარა ფ/პ ------- (პ/ნ -------) ქონება. აღნიშნულ აქტებს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 19 მარტს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ამავე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარუდგენს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2024 წლის 12 დეკემბრის საქმე №------- ბრძანებით, უცვლელად დარჩა -------- ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 იანვრის ბრძანება, რომლითაც დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ივლისის შუამდგომლობა შპს „-------“ (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად -------(პ/ნ -------), -------- (პ/ნ --------) და შპს „--------“ (ს/ნ --------) აღიარების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაყადაღებას დაექვემდებარა ფ/პ ------- (პ/ნ -----------) საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ნებისმიერი ქონება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 4 აპრილის მდგომარეობით, შპს „------“ (ს/ნ ------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის ბრძანების საფუძველზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 20 თებერვლის №081-117 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა შპს-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მისი ცრუმაგიერი პირის, მომჩივანის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ნებისმიერი ქონება. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2025 წლის 7 მარტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №2025/081-117/1 და №2025/081-117/2 აქტები, რომლითაც აღწერა-დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივანის ქონება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;246(1);238(1);241(1);