ბრძანება N 10501

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.05.2025
№ დოკუმენტი 10501
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10501

23 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------”-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 6 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „-------”-ის (ს/ნ -------) №95509/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №021-2025-8565 ბრძანებას „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 8 აპრილს ვალის მართვის დეპარტამენტმა გამოსცა სადავო ბრძანება, რომლითაც გაუქმებულ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 31 იანვრის №021-2025-2654 ბრძანება შპს „-------”-ის (ს/ნ -------) მიმართ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე და ვალის მართვის დეპარტამენტსა და შპს „-------”-ს (ს/ნ -------) შორის გაფორმებული 2025 წლის 31 იანვრის №2025-1478 ხელშეკრულება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ. ასევე აღნიშნული ბრძანებით ვალის მართვის დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალათ განახორციელონ შპს „-------”-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, 41-ე მუხლზე, 51-ე მუხლზე, 267-ე მუხლსა და 268-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება არამართლზომიერია, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. კონკრეტულად არ დაადგინა, რა მიზეზებით დაირღვა გრაფიკის მიხედვით გადასახდელი თანხების გადახდის ვადები და როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება საწარმოს საქმიანობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების გაუქმებას (ბათილად ცნობას).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 31 იანვრის ID:------- განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 31 იანვარს გამოცემულ იქნა №021-2025-2654 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (49 997.2 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2025 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით. ასევე, შპს „-------“-სთან (ს/ნ -------) გაფორმდა 2025 წლის 31 იანვრის №2025-1478 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად, მოვალემ იკისრა ვალდებულება, არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 31 იანვრის №2025- 1478 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა), 2025 წლის 8 აპრილს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №021-2025-8565 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2025 წლის 31 იანვრის №021-2025-2654 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ №2025-1478 ხელშეკრულება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.

ამავე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. ხოლო მე-10 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64-ე მუხლის თანახმად:

1. გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ: ა) პირმა დაარღვია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ დაირღვა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 31 იანვრის №2025-1478 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------”-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების გაუქმებას (ბათილად ცნობას).

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე და გაფორმდა 2025 წლის 31 იანვრის №2025-1478 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად, მოვალემ იკისრა ვალდებულება, არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 31 იანვრის №2025- 1478 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა), 2025 წლის 8 აპრილს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №021-2025-8565 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2025 წლის 31 იანვრის №021-2025-2654 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ №2025-1478 ხელშეკრულება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(8-9)