განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
330210015702210
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015702210

საქმე №2ბ/3098-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

აპელანტი - ც-------------–---–-

წარმომადგენელი - ა-----–-----------

მოწინააღმდეგე მხარე - შ----------------–----------–------------

წარმომადგენელი - მ-----------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2018 წლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2018 წლის გადაწყვეტილებით:

 

1. შ---------------–----------–------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ც-------------–---–- შ---------------–----------–------------- სასარგებლოდ დაეკისრა 3303,05 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 01 მარტიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მოქმედი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ც-------------–---–- იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შ---------------–----------–----------------- აკადემიაში ც-------------–---–- სამუშაოდ აყვანილი იქნა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, ხელფასის სახით ყოველთვიურად, 2500 ლარის ანაზღაურების პირობით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 01.03.2013 წლის ხელშეკრულება (ს.ფ.16-19).

 

ც-------------–---–- 2013 წლის 01 მარტის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს არ ასრულებდა 2013 წლის 9 სექტემბრიდან და მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შეწყდა, კერძოდ, შ---------------–----------–------------- 2013 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 16.12.2014წ. გადაწყვეტილება (ს.ფ.49-72).

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის N------- ოქმის თანახმად, შ---------------–----------–------------- მიერ დაგვიანებით, 03.12.2013 წელს იქნა წარდგენილი 2013 წლის მარტის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რის შედეგადაც შ-- ”-----------–----------–------------ სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 4404.1 ლარი, რაც ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ ცნობის მიხედვით გაანგარიშებულია დაგვიანებული 8 თვის გათვალისწინებით. აღნიშნული სამართლადარღვევის ოქმი შ-- ,------------–----------–------------- მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და ჯარიმის თანხა მან გადაიხადა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N-------- სამართალდარღვევის ოქმი, ცნობა (ს.ფ.20-21);

- შედარების აქტი(ს.ფ.23-24).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციების წარდგენა წარმოადგენდა ც-------------–---–-- სამსახურებრივ მოვალეობას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ც-------------–---–- სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დეკლარაციის წარდგენა მის მოვალეობაში არ შედიოდა, თუმცა, შესაგებელი იმავდროულად შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ მის მიერ გაგზავნილი (პორტალზე ატვირთული) იქნა აკადემიაში მუშაობის მანძილზე სხვადასხვა პერიოდის, მათ შორის, მარტის თვის დეკლარაცია.

 

შრომითი უფლებამოვალეობების დადგენის მიზნით სასამართლომ მიუთითა 2013 წლის 01 მარტის შრომით ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ც-------------–---–- იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შ-- ”-----------–----------–------------------ აღნიშნული ხელშეკრულებით, ც-------------–---–- აკადემიის მიერ სამუშაოდ აყვანილი იქნა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს მოცულობა და აღწერილობა, კერძოდ, პირველი პუნქტით დასაქმებულს ევალებოდა: ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა, ბუღალტრულ პროგრამაში გატარებების წარმოება; შიდა საბუღალტრო სისტემის მართვა და განვითარება; შემოსული საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, რეგულირება და კოორდინირება; საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/ჩაბარების კოორდინირება; კვარტალური/წლიური საბუღალტრო ანგარიშების მომზადება; ბუღალტრულ პროგრამაში შესყიდვების, წარმოების და გაყიდვების ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ბრუნვის ანალიზი; აკადემიის დირექტორთან ერთად აკადემიის ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი და სხვა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო დეკლარაციების საგადასახადო ორგანოში წარდგენა, ც-------------–---–--- როგორც აკადემიის მთავარი ბუღალტრის პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა. ამასთან, მის მიერ იგზავნებოდა კიდეც შრომითი ურთიერთობის მანძილზე ყველა თვის, მათ შორის, მარტის თვის საგადასახადო დეკლარაციები.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ მან დადგენილ ვადაში, ან თუნდაც დაგვიანებით, საგადასახადო ორგანოში წარადგინა 2013 წლის მარტის თვის დეკლარაცია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს; დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს; ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მითითებელ მხარეებს ეკისრებათ; მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ 2013 წლის მარტის თვის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი იქნა დაგვიანებით, დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის N-------- ოქმით. აღნიშნული ოქმი, იმის გამო, რომ დაჯარიმების საფუძველი - დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ფაქტი - სადავო არ იყო, შ-- ”-----------–---------–------------- მიერ არ გასაჩივრებულა, რადგან, მისი განმარტებით, სამართლებრივად წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ც-------------–---–-- მიერ საშემოსავლო სამსახურის ვებ.გვერდზე. ე.წ. გადამხდელის ვებ. პორტალზე 2013 წლის მარტის თვის დეკლარაციის წარდგენის ფაქტს დაადასტურებდა და, რომ მისი ატვირთვა რაიმე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. ამასთან, დეკლარაცია, საბოლოოდ წარდგენილი იქნა 8 თვის დაგვიანებით, ხოლო ე.წ. გადამხდელის ვებ. პორტალზე დეკლარაციის ატვირთვის გადამოწმება გაცილებით ნაკლებ პერიოდში იყო შესაძლებელი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის უარსაყოფად ც-------------–---–-- პოზიცია შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ რამდენიმე ფაქტზე ერთდროულად მითითებას, კერძოდ, მასზედ, რომ დეკლარაციის გაგზავნა არ წარმოადგენდა მის ვალდებულებას, თუმცა, გადამხდელის ვებ. გვერდზე ატვირთა ყველა თვის დეკლარაცია და მეორეს, მხრივ, იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დეკლარაციის წარდგენის უფლება არ მიეცა თავად დამსაქმებლის მიერ. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია, ასეთი ხელშეშლის დამადასტურებელი არც რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის და ც-------------–---–-- აღნიშნული პოზიცია სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 01 მარტის შრომით ხელშეკრულების პირველი პუნქტით ც-------------–---–-, როგორც ორგანიზაციის მთავარ ბუღალტერს, ევალებოდა: ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა, ბუღალტრულ პროგრამაში გატარებების წარმოება; შიდა საბუღალტრო სისტემის მართვა და განვითარება; შემოსული საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, რეგულირება და კოორდინირება; საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/ჩაბარების კოორდინირება; კვარტალური/წლიური საბუღალტრო ანგარიშების მომზადება; ბუღალტრულ პროგრამაში შესყიდვების, წარმოების და გაყიდვების ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ბრუნვის ანალიზი; აკადემიის დირექტორთან ერთად აკადემიის ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი და სხვა.

 

ამდენად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მომზადება და საგადასახადო ორგანოში წარდგენა, მთავარი ბუღალტრის, ც-------------–---–-- შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არც კანონით დადგენილ ვადაში, 2013 წლის 15 აპრილამდე და არც მას შემდეგ, სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ც-------------–---–-- მიერ 2013 წლის მარტის თვის საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა საგადასახადო ორგანოში არ განხორციელებულა. შესაბამისად, სახეზეა ც-------------–---–-- მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რაც დეკლარაციის წარდგენის ვადის გადაცილებისას ც-------------–---–-- ბრალეულობას გამორიცხავდა. დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მითითებულ პერიოდში ყველა თვის დეკლარაცია მის მიერ ატვირთული იქნა საშემოსავლო სამსახურის ვებ.გვერდზე. ე.წ. გადამხდელის ვებ. პორტალზე, ხოლო, ტექნიკური მიზეზების გამო მარტის თვის გაგზავნილი ფაილის ატვირთვა ვერ განხორციელდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

საქმის მასალებით არ დგინდება, ასევე, რომ ც-------------–---–-- მიერ ვალდებულების შესრულება გამოწვეული იყო დამსაქმებლის მიზეზითა და დეკლარაციის წარდგენაში ხელშეშლით. ასეთი გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბუღალტრულ დოკუმენტაციაში უზუსტობების არსებობის შემთხვევაშიც, ც-------------–---–- განსაზღვრულ ვადაში არც დაუზუსტებელი სახით წარუდგენია ინფორმაცია საანგარიშო თვის შესახებ, რომლის შემდგომ დაზუსტების (კორექტირების) შესაძლებლობას კანონი ანიჭებს გადამხდელს.

 

დასაქმებულის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად შ-- ”-----------–----------–------------ მიადგა ზიანი, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის N-------- ოქმით შ---------------–---------–------------ 2013 წლის მარტის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის გამო, დაეკისრა სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 4404.1 ლარის ოდენობით, რაც აკადემიის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ყველა წინაპირობა - ც-------------–---–-- მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული დარღვევა, ამ დარღვევის შედეგად გამოწვეული ზიანი.

 

რაც შეეხება ზიანის ოდენობას, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს ვალდებულ პირს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეები არ დავობენ, რომ აკადემიამ 2013 წლის მარტის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარადგინა 8 თვის დაგვიანებით, 03.12.2013 წელს, რის შედეგადაც შ-- ”-----------–----------–------------ დაეკისრა სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია 4404.1 ლარის ოდენობით ჯარიმის სახით. ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ ცნობის მიხედვით, იგი გაანგარიშებულია დაგვიანებული 8 თვის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ დაგვიანებულ თვეზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 550.51 ლარს (4404.01/8).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ თვეზე (არასრული თვეები ერთ თვედ ჯამდება). ამასთანავე, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 30 პროცენტს).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ც-------------–---–- ორგანიზაციაში მუშაობდა 2013 წლის 9 სექტემბრამდე და იგი დამსაქმებლის 2013 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან. ამდენად, მხარეთა შორის შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობის მანძილზე 2013 წლის მარტის საანგარიშო თვის ინფორმაციის წარდგენის ვადაგადაცილების პერიოდი არის 2013 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 9 სექტემბრამდე დროის მონაკვეთი, რაც ზემოაღნიშნული სსკ-ის 274-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით 6 თვეს შეადგენს, რადგან აღნიშნული ნორმა 15 აპრილის შემდეგ იმავე თვის ბოლომდე დროის მონაკვეთსა და სექტემბრის 9 რიცხვამდე არასრულ თვეებსაც ვადაგადაცილების სრულ თვედ მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამავე კოდექსის 415ე მუხლით, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატებამის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ--------------–----------–------------------ დამდგარი ზიანის ანაზღაურება ც-------------–---–- უნდა დაეკისროს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც იგი გამოწვეული იყო ამ უკანასკნელის უშუალო ქმედების შედეგად - 6 თვის დაგვიანების გათვალისწინებით დაკისრებული ჯარიმის შესაბამისი თანხის (550,51*6), 3303,.05 ლარის ოდენობით. ც-------------–---–- ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ უმოქმედობისათვის (დეკლარაციის წარუდგენლობისათვის), რომლის შესრულების შესაძლებლობაც მას უკვე აღარ გააჩნდა, რადგან დამსაქმებლის გადაწყვეტილებით 2013 წლის 9 სექტემბრიდან იგი აკადემიაში აღარ ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ც-------------–---–- შ---------------–----------–------------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურების მიზნით 3303,05 ლარის გადახდა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა არ იყო ც-------------–---–-- უშუალო სახელშეკრულებო მოვალეობა და რომ ერთმანეთისაგან უნდა იქნეს განსხვავებული დეკლარაციის საგადასახადო (შემოსავლების სამსახურის) პორტალზე ატვირთვა და დეკლარაციის გაგზავნა (ჩაბარება). დეკლარაციის მომზადება და მისი პორტალზე ატვირთვა არ ნიშნავს თავისთავად მის გადაგზავნას (ჩაბარებას). ც-------------–---–- ასეთი კომპეტენციით აღჭურვილი არ ყოფილა. ის ამზადებდა დეკლარაციებს და შემდგომში მის გადაგზავნას ანხორციელებდა კომპანიის ფინანსური დირექტორი. სასამართლომ არასწორად განმარტა შრომითი ხელშეკრულება, როდესაც მიიჩნია, რომ საგადასახადო დეკლარაციის მომზადება/ჩაბარების კოორდინირება გულისხმობდა საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენას.

 

ც-------------–---–- ამზადებდა დეკლარაციას, მისი მოვალეობა იყო დეკლარაციის, როგორც ელექტრონული ტიპის დოკუმენტის შექმნა, მასში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა და მისი გამზადება უფლებამოსილი პირისათვის შემოსავლების სამსახურში გადასაგზავნად. ასეთივე პრინციპით მოქმედებდა ც-------------–---–- 2013 წლის მარტის თვის დეკლარაციის მომზადებისას, რომელიც მის მიერ ატვირთული იქნა ელექტრონული წესით შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე და გამზადებული იყო გადასაგზავნად და რატომ არ იქნა ის გადაგზავნილი უფლებამოსილი პირის მიერ შემოსავლების სამსახურში ეს ფაქტი უცნობია ც-------------–---–--ათვის.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, იმის გამო, რომ შ-- ,------------–----------–-------------- არ გაასაჩივრა დეკლარაციის დროში დაგვიანებით წარდგენის გამო დაკისრებული ჯარიმა და არ უზრუნველყო ც-------------–---–-- მონაწილეობა ამ პროცესში, შედეგად ც-------------–---–-- დაკარგა შესაძლებლობა დაეცვა თავისი უფლებები, კერძოდ, დაედგინა ფაქტი იმის თაობაზე რომ შესაძლებელია არსებობდა რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რომლის გამოც თუნდაც პროგრამულად ვერ მოხერხდა გადაგზავნილი დეკლარაციის ასახვა შემოსავლების სამსახურში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიაჩნია შემდეგი:

 

მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 01 მარტიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მოქმედი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, ც-------------–---–- იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შ---------------–----------–----------------- აკადემიაში ც-------------–---–- სამუშაოდ აყვანილ იქნა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, ხელფასის სახით ყოველთვიურად, 2500 ლარის ანაზღაურების პირობით.

 

შ---------------–----------–------------- 2013 წლის 09 სექტემბრის ბრძანებით ც-------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან, იგი 2013 წლის 01 მარტის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს არ ასრულებდა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის N------- ოქმის თანახმად, შ---------------–----------–------------- მიერ დაგვიანებით, 03.12.2013 წელს იქნა წარდგენილი 2013 წლის მარტის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რის შედეგადაც შ-- ”-----------–----------–------------ სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 4404.1 ლარი, რაც ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ ცნობის მიხედვით გაანგარიშებულია დაგვიანებული 8 თვის გათვალისწინებით. აღნიშნული სამართლადარღვევის ოქმი შ-- ,------------–----------–------------- მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და ჯარიმის თანხა მის მიერ გადახდილ იქნა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2013 წლის 01 მარტის შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს მოცულობა და აღწერილობა, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი პუნქტით დასაქმებულს ევალებოდა: ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა, ბუღალტრულ პროგრამაში გატარებების წარმოება; შიდა საბუღალტრო სისტემის მართვა და განვითარება; შემოსული საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, რეგულირება და კოორდინირება; საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/ჩაბარების კოორდინირება; კვარტალური/წლიური საბუღალტრო ანგარიშების მომზადება; ბუღალტრულ პროგრამაში შესყიდვების, წარმოების და გაყიდვების ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ბრუნვის ანალიზი; აკადემიის დირექტორთან ერთად აკადემიის ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის მარტის თვის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი იქნა დაგვიანებით, რაც დასტურდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2013 წლის 03 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის N-------- ოქმით. აღნიშნული ოქმი, იმის გამო, რომ დაჯარიმების საფუძველი - დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ფაქტი - სადავო არ იყო, შ---------------–----------–------------- მიერ არ გასაჩივრებულა.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ც-------------–---–-- მიერ საშემოსავლო სამსახურის ვებ.გვერდზე. ე.წ. გადამხდელის ვებ. პორტალზე 2013 წლის მარტის თვის დეკლარაციის წარდგენის ფაქტს დაადასტურებდა და, რომ მისი ატვირთვა რაიმე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. ამასთან, დეკლარაცია, საბოლოოდ წარდგენილი იქნა 08 თვის დაგვიანებით, ხოლო, ე.წ. გადამხდელის ვებ. პორტალზე დეკლარაციის ატვირთვის გადამოწმება გაცილებით ნაკლებ პერიოდში იყო შესაძლებელი. ამასთან, სარჩელის უარსაყოფად ც-------------–---–-- პოზიცია შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ რამდენიმე ფაქტზე ერთდროულად მითითებას, კერძოდ, მასზედ, რომ დეკლარაციის გაგზავნა არ წარმოადგენდა მის ვალდებულებას, თუმცა, გადამხდელის ვებ. გვერდზე ატვირთა ყველა თვის დეკლარაცია და მეორეს მხრივ, იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დეკლარაციის წარდგენის უფლება არ მიეცა თავად დამსაქმებლის მიერ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები. კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

 

დასახელებული მუხლი ადგენს ე.წ შერეული ბრალის პრინციპს, რაც გულისხმობს, არა ზიანის ანაზღაურებას დაზარალებულის მიერ, არამედ ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირებას და ზიანის შესაბამისი ნაწილის დაზარალებულზე დაკისრებას. პირს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის. მოცემული ფაქტობრივი სინამდვილიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს შერეული ბრალის დადგენის წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 01 მარტის შრომით ხელშეკრულების პირველი პუნქტით ც-------------–---–-, როგორც ორგანიზაციის მთავარ ბუღალტერს, ევალებოდა: ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა, ბუღალტრულ პროგრამაში გატარებების წარმოება; შიდა საბუღალტრო სისტემის მართვა და განვითარება; შემოსული საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, რეგულირება და კოორდინირება; საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/ჩაბარების კოორდინირება; კვარტალური/წლიური საბუღალტრო ანგარიშების მომზადება; ბუღალტრულ პროგრამაში შესყიდვების, წარმოების და გაყიდვების ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ბრუნვის ანალიზი; აკადემიის დირექტორთან ერთად აკადემიის ბიუჯეტის დაგეგმვა და მონიტორინგი და სხვა.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მომზადება და საგადასახადო ორგანოში წარდგენის კოორდინირება სწორედ ც-------------–---–-- შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც იმავდროულად გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვალდებულებას. ამდენად, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ აპელანტის სახელშეკრულებო ვალდებულებას არ წარმოადგენდა საგადასახდო დეკლარაციების საგადასახადო ორგანოებში წარდგენა. ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს აპელანტის მოსაზრებას და არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მხარისათვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება იქნებოდა მხოლოდ დროის გაჭიანურება, რასაც შედეგი ვერ მოჰყვებოდა. აღნიშნულის საპირისპიროდ, პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე მხარემ არ გაასაჩივრა დაკისრებული ჯარიმა, უნდა შეფასდეს, როგორც მოპასუხე მხარის მხრიდან აპელანტისათვის საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის შესაძლებლობის გამორიცხვა. ამასთან, მოცემული დავის განმხილველი სასამართლო, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველი საჩივრის წარმატების პერსპექტივის შემფასებელ სათანადო კომპეტენციის მქონე ორგანოს, საჩივრის დაკმაყოფილების პროგნოზირების შესაძლო სიმარტივის მიუხედავად.

 

პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის მთავარი ბუღალტრის გარდა, საგადასახადო ორგანოებთან საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაზე პასუხისმგებელ პირს თანამდებობრივად წარმოადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებაზე, რაც დამატებითი საფუძველია დაკისრებული თანხის შემცირების ნაწილში სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომლითაც მოხდა ზიანის ოდენობის განსაზღვრის პერიოდის გაანგარიშება, კერძოდ:

 

შ----------------–----------–-------------- 2013 წლის მარტის თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარადგინა 8 თვის დაგვიანებით, 03.12.2013 წელს, რის შედეგადაც შ-- ”-----------–----------–------------ დაეკისრა სსკ-ის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია 4404.1 ლარის ოდენობით ჯარიმის სახით. ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ ცნობის მიხედვით, იგი გაანგარიშებულია დაგვიანებული 8 თვის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთ დაგვიანებულ თვეზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 550.51 ლარს (4404.01/8).

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა ც-------------–---–--ათვის დასაკისრებელი ზიანის მოცულობის დაანგარიშება 06 თვის პერიოდზე, რამაც შეადგინა 3303.05 ლარი, ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის შემცირების წინაპირობები პალატის ზემოთმითითებული დასაბუთებით, რის გამოც სადავო თანხა ორივე მხარეზე უნდა განაწილდეს თანაბრად და შესაბამისად, ც-------------–---–- უნდა დაეკისროს ზიანის 1652 ლარის ოდენობით გადახდა შ-- ,,-----------–----------–------------- სასარგებლოდ.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 50%-ით. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შ-- ,,-----------–----------–------------ აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის პროპორციული ნაწილი - 75 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა 37%-ით. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (132 ლარი) მოპასუხე ც-------------–---–- უნდა დაეკისროს 48.84 ლარის გადახდა შ-- ,------------–----------–------------- სასარგებლოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ც-------------–---–-- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2018 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ც-------------–---–- შ-- ,------------–----------–------------- სასარგებლოდ დაეკისროს 1652 ლარის გადახდა.

4. ც-------------–---–- შ-- ,------------–----------–------------- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 48.84 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

5. მოწინააღმდეგე მხარეს შ-- ,,-----------–----------–------------ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 75 ლარის ოდენობით გადახდა ც-------------–---–-- სასარგებლოდ.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა