ბრძანება N 19363
📄 სრული ტექსტი
N 19363
08 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ -------)
(მის.: -----------)
2023 წლის 19 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ -------) №82425/1/2023 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17344 ბრძანების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია რეგისტრაციის დღიდან დღემდე პირნათლად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს, დროულად და სრულად აწვდის ინფორმაციას საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ვინაიდან მოცემული სამართალდარღვევა კომპანიისთვის არის პირველი, ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის N15473 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სამორინეს მოწყობის N------- ნებართვის მფლობელის - შპს „--------“ (ს/ნ -------) მიერ (მის: ----------) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა1 “, „ე“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის; „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“, „ბ.თ“, „გ“, „ვ“, მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტით, მე-201 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 27-ე მუხლით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ვ“, „კ“ („სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით), „ლ“, „ნ“, „პ“, „უ“, „უ1 “, „ფ“ (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი) და „ქ1 “ ქვეპუნქტებით, მე-4 და მე-5 („სამორინის მოწყობის ნებართვისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელების მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სააღრიცხვო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის N42 ბრძანება) პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება. სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შედეგების შესახებ 2023 წლის 8 ივლისს შედგა შემოწმების აქტი N68.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის N21-11/52327 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2023 წლის 4 ივლისის N01/202 საპასუხო წერილის, ნებართვის მფლობელის მიერ წარმოდგენილი და ასევე ნებართვის მფლობელის მიერ აღრიცხული ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ სამორინეს მოწყობის N------- ნებართვის ფარგლებში, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგება (8DB6B42BD5D5DBF ანგარიშგება) შპს “-------“-ს (ს/ნ -------) მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი იყო ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „--------ს“ (ს/ნ -------) მიერ დარღვეულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ (აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს ანგარიშგება ფულადი სახსრების მიღების, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება. ანგარიშგება წარდგენილ უნდა იქნეს გარიგების დადებიდან ან ოპერაციის შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N17344 ბრძანების საფუძველზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „--------“ (ს/ნ -------) დაჯარიმდა 7 000 (შვიდი ათასი) ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოვალეობები და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ N1 ბრძანების მე-7 მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, ლატარიის ორგანიზატორმა, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგება ფულადი სახსრების მიღების, მოგების ან ფულადი სახსრების გაცემის თაობაზე, თუ გარიგების (ოპერაციის) თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.
ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით და მე-7 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგება გარიგების დადებიდან ან ოპერაციის შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად:
1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 7 000 ლარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანებაში აღნიშნული სამართალდარღვევისთვის კანონმდებლობა ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილებით შეცვლას არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის N11) ამ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №17344 ბრძანება. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ სამორინეს მოწყობის შესაბამისი ნებართვის ფარგლებში, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ანგარიშგება (8DB6B42BD5D5DBF ანგარიშგება) მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი იყო ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N17344 ბრძანების საფუძველზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივანი დაჯარიმდა 7 000 (შვიდი ათასი) ლარით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა კანონმდებლობის შემდეგ ნორმებს:
საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ".
საქართველოს კანონი "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ".