1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე უკვე დაკისრებული ჯარიმისაგან ან არ დააკისროს ფულადი ჯარიმა იმ შემთხვევაში,თუ: ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიმართ მოქმედებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;
ბ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეს გაუუქმდა შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს შეუძლია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილე გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად, შესაძლებელია, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მის მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას.
3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახი
…თანხა/ღირებულება 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა წარუდგინოს სამსახურს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით და მე-7 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგება გარიგების დადებიდან ან ოპერაციის შესრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. “ლატარიების, აზარტული და…
…შემთხვევაზე. 9. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ამ აქციებიდან გამომდინარე უფლებები ჩერდება. 10. სააქციო საზოგადოების მიერ საკუთარი აქციების შეძენის შემთხვევაში ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა აისახოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. 11. სააქციო…
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 9. ჯარიმის გადახდა— საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— ნარჩენების მართვის კოდექსის 31-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 8. ჯარიმის გადახდა— ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 7, №35/04, 14.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1586410/muxli-7/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია