ბრძანება N 31288

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.12.2023
№ დოკუმენტი 31288
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 31288

12 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------)

2023 წლის 22 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №125) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) №85270/1/2023 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №CB1539110 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

ზემოაღნიშნული თანხის გადარიცხვა კომპანიამ განახორციელა 2023 წლის 13 სექტემბერს, თუმცა სამწუხაროდ მოხდა აღნიშნული გადარიცხვის შეფერხება, პროგრამული/ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც წარმოიშვა კომპანიის ნებისაგან დამოუკიდებლად. გამომდინარე ამ გარემოებიდან უსამართლოა კომპანიას დაეკისროს პასუხისმგებლობა თანხის 1 (ერთი) დღით გვიან, გადარიცხვის გამო, როგორც მოგეხსენებათ თანხის დარიცხვა მოხდა 2023 წლის 14 სექტემბერს, რაც განხორციელდა მას შემდგომ რაც მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული პროგრამული/ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ 2023 წლის 24 ოქტომბრის №CB1539110 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი არის უსაფუძვლო და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებიდან და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „--------“ (ს/ნ -------) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №------- ნებართვის საფუძველზე 2023 წლის 13 სექტემბრიდან 2023 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით მართავდა წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპს. წამახალისებელი გათამაშების მოცემული ეტაპის დაწყებამდე შპს „--------“ (ს/ნ -------) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია განაცხადი მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით (ნებართვის მფლობელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი შეძენილი აქვს 2023 წლის 20 სექტემბერს. 2023 წლის 14 სექტემბერს წარდგენილი იქნა განცხადება ID -------- სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნუმერაციის ველის გამოყოფის თაობაზე, რაზეც დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების შემდეგ 2023 წლის 20 სექტემბერს მოხდა ველის გამოყოფა).

შპს „--------“ (ს/ნ -------) წამახალისებელი გათამაშების მოწყობისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადახდილი აქვს 2023 წლის 14 სექტემბერს (ბიუჯეტში შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის დღე: 14.09.2023წ.).

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან შპს „--------“ (ს/ნ -------) წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპი დაიწყო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 24 ოქტომბერს შედგა №CB1539110 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შპს „--------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 4928.125 ლარი, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის (49 281.25 ლარი) 10 პროცენტის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხადოს. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობაა წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის 10 პროცენტი.

ამავე კანონის ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მოსაკრებლის გადახდის ნიშანი არის წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდისთვის, სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის მიერ თამაშობის მოწყობის ადგილზე სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის დადგმის, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის გამართვისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის მოწყობის უფლებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად „პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით იწვევს დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №CB1539110 სააგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, სამართალდარღვევის ოქმი უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებიდან და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, გადასახადის გადამხდელი წამახალისებელი გათამაშების მოწყობისნებართვის საფუძველზე 2023 წლის 13 სექტემბრიდან 2023 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით მართავდა წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპს. წამახალისებელი გათამაშების მოცემული ეტაპის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია განაცხადი მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით (ნებართვის მფლობელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი შეძენილი აქვს 2023 წლის 20 სექტემბერს. 2023 წლის 14 სექტემბერს წარდგენილი იქნა განცხადება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნუმერაციის ველის გამოყოფის თაობაზე, რაზეც დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის გამოსწორების შემდეგ 2023 წლის 20 სექტემბერს მოხდა ველის გამოყოფა). გადამხდელს წამახალისებელი გათამაშების მოწყობისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გადახდილი აქვს 2023 წლის 14 სექტემბერს (ბიუჯეტში შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვის დღე: 14.09.2023წ.). აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წამახალისებელი გათამაშების მეორე ეტაპი დაიწყო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 24 ოქტომბერს შედგა №CB1539110 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 4928.125 ლარი, წამახალისებელი გათამაშების ეტაპის საპრიზო ფონდის (49 281.25 ლარი) 10 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №CB1539110 სააგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 276;

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი.