გადაწყვეტილება №24636/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 15.04.2025
№ დოკუმენტი 24636/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24636/2/2025

15 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------" -ის 21.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24636/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №249-26 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2024 წლის №26148 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 84 028,56 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 53 702

ჯარიმა - 26 851

საურავი - 3 475,56

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით.

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 7.10.2020 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 25.03.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №249-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20549 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.11.2024 წლის 24055/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 12.12.2024 წლის №26148 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის დოკუმენტის ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის გაგზავნის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2025 წლის №--------- წერილით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 12.12.2024 წლის №26148 ბრძანება მომჩივანს ელექტრონულად გაეგზავნა 12.12.2024 წელს, აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 15.12.2024 წელს.

12.12.2024 წლის №26148 ბრძანებაზე საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარედგინა 21.01.2025 წელს ფოსტის (შპს „--------“ ს/ნ "--------") მეშვეობით.

წარმოდგენილ საჩივარს ახლავს საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 13.01.2025 წელს შპს „---------“ (ს/ნ „---------“) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურში წარსადგენად გადაეცა "--------" -ის (ს/ნ "--------" ) (რეგისტრირებული მისამართზე: "--------" ) №01/31/2025 – "--------" წერილი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურში წარმოადგინა 21.01.2025 წლის.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო დაწესებულებების მიერ ადრესატისთვის კორესპონდენციის ჩაბარების ვადა სცდებოდა გონივრულ ვადას (წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით კორესპონდენცია ადრესატს ჩაბარდა მიღებიდან 8 დღის შემდგომ), საბჭოს აპარატმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, შპს „---------- -გან“ (ს/ნ "--------"), 7.02.2025 წლის №"--------" წერილით, მოითხოვა 2025 წლის იანვარში "--------"-ის (ს/ნ "--------") მხრიდან შპს „------- -ის“ (ს/ნ "--------") მომსახურებით სარგებლობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამ კორესპონდენციის ფოსტისთვის ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნული წერილი, შპს „------- -ს “ გაეგზავნა 7.02.2025 წელს (ფოსტის გზავნილის კოდი: "--------") მისამართზე: "--------", აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა გამგზავნს მიზეზით: წარუმატებელი ჩაბარება.

აღნიშნული წერილი, საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე შემდგარი კომუნიკაციის შემდგომ, შპს „------------ -ს“ გაეგზავნა 20.02.2025 წლის №"--------" წერილით (ფოსტის გზავნილის კოდი: ---------) მისამართზე:

"--------", აღნიშნული კორესპონდენცია დაუბრუნდა გამგზავნთან მიზეზით: არასწორი/გაურკვეველი/არასრული/მისამართი.

იგივე საკონტაქტო ნომრებზე ხელახალი კომუნიკაციის უშედეგო მცდელობის შემდგომ, წერილი 10.03.2025 წელს გაიგზავნა (გზავნილის ნომერი: --------- ) ამავე საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტზევე აღნიშნულ მისამართზე: "--------". კორესპონდენციის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული წერილი, მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელ "--------"-ს (პ/ნ "--------") 12.03.2025 წელს.

შპს „------------ - ს “ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ შპს „-------- -ს “ საჩივრის 13.01.2025 წელს ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების თარიღად უნდა ჩაითვალოს არა 13.01.2025 წელი (რაც ფიქსირდება საფოსტო-საკურიერო მომსახურების დეტალების ამსახველი დოკუმენტზე), არამედ ფინანსთა სამინისტროში საჩივრის რეგისტრაციის თარიღი, 21.01.2025 წელი.

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2024 წლის №441 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.

ამგვარად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 12.12.2024 წლის №26148 ბრძანებას მომჩივანი ელექტრონულად გაეცნო 15.12.2024 წელს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 21.01.2025 წელს, დარღვეულია საჩივრის წარმოდგენის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადა. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 13.01.2025 წელი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ელექტრონული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით.

აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 7.10.2020 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი,ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 25.03.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.07.2024 წლის №249-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2024 წლის №20549 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.11.2024 წლის 24055/2/2024 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 12.12.2024 წლის №26148 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301(ე).