სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№597
სარეგისტრაციო კოდი
270000000.10.003.023807
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №597

2022 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს შრომის კოდექსის II თავის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების  ჩამონათვალი“.
მუხლი 2
საქართველოს შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კვირაში არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო დროის ხანგრძლივობა გავრცელდეს ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული დარგების მხოლოდ იმ საწარმოებზე, სადაც ობიექტურად აუცილებელი საწარმოო მოცემულობიდან გამომდინარე წარმოების/სამუშაო პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, შრომითი პროცესის უწყვეტობა მნიშვნელოვნად განაპირობებს საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო შრომითი პროცესის უწყვეტობის დარღვევა გამოიწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას (სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო).
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლის მოქმედება ვრცელდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში მხოლოდ იმ დასაქმებულ პირზე, რომელთან მიმართებითაც ობიექტურად აუცილებელი მოცემულობიდან გამომდინარე არსებობს სამუშაო/საწარმოო პროცესის უწყვეტობის საჭიროება და, შესაბამისად, მოითხოვება 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა.
მუხლი 4
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საწარმოების ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული დასაქმებულ(ებ)ის განსაზღვრისას მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამსაქმებლის, დასაქმებულთა ჯგუფის (არანაკლებ დასაქმებულთა 20%-ისა) ან  „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მიზნებითა და დადგენილი წესით შექმნილი დასაქმებულთა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე საკითხს განიხილავს მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული საკონსულტაციო ორგანო − მრჩეველთა საბჭო.
მუხლი 5
საწარმოებზე, რომლებიც ითვლებოდნენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებად („სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების შესაბამისად), ინარჩუნებენ აღნიშნულ სტატუსს „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.
მუხლი 6
„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების მიხედვით განსაზღვრული სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმო, რომელიც ასეთად აღარ ითვლება ამ დადგენილების საფუძველზე, ინარჩუნებს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოს სტატუსს 2023 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 7
საწარმოზე, რომელიც „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების მიხედვით არ ითვლებოდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოდ და ასეთად განისაზღვრა ამ დადგენილების შესაბამისად, ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი
სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი
1. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს მიეკუთვნება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 006-2016 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს 2016 წლის 28 ივნისის №10 დადგენილებით განსაზღვრული ეროვნული ეკონომიკის შემდეგი დარგები:

ა) სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის (სექცია A) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია 03.11.0 ქვეკლასში − საზღვაო თევზჭერა;

ბ) დამამუშავებელი წარმოების (სექცია C) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 10 − კვების პროდუქტების წარმოება;

გ) ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (სექცია D);

დ) წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისგან გასუფთავების საქმიანობები (სექცია E);

ე) ტრანსპორტი და დასაწყობება (სექცია H);

ვ) ინფორმაცია და კომუნიკაციის (სექცია J) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 61 − ტელეკომუნიკაციები;

ზ) ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების (სექცია N) მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია განყოფილებაში 80 − უსაფრთხოების დაცვისა და საგამომძიებლო საქმიანობები და ქვეკლასში 82.20.0 − სატელეფონო ცენტრების მომსახურება;

თ) სახელმწიფო მმართველობის ის მიმართულებები, რომლებიც კლასიფიცირებულია შემდეგ კლასებსა და ქვეკლასებში (სექცია O):

თ.ა) ქვეკლასი 84.11.2 − დაბეგვრის სისტემების მართვა, საქონელზე გადასახადების/ბაჟის შეგროვება და საგადასახადო დარღვევების გამოძიება, საბაჟოს მართვა;

თ.ბ) ქვეკლასი 84.12.0 − ჯანდაცვის, განათლების, კულტურული მომსახურებისა და სხვა სოციალური მომსახურების საქმიანობის რეგულირება, სოციალური უსაფრთხოების გარდა;

თ.გ) ქვეკლასი 84.23.0 − ციხეების ადმინისტრირება და გამოსასწორებელი მომსახურების გაწევა, სარეაბილიტაციო მომსახურების ჩათვლით;

თ.დ) ქვეკლასი 84.25.0 − სახანძრო მომსახურების საქმიანობები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გარდა;

თ.ე) ქვეკლასი 84.30.0 − სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების საქმიანობები;

ი) ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (სექცია Q).

2. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს ასევე მიეკუთვნება:

ა) ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის საქმიანობა, ბუნებრივი გაზის განაწილება  და გადაცემის საქმიანობა;

ბ) საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარის ან პროცესის მონაწილის ინტერესების წარდგენას;

გ) გარემოს დაცვის დარგი, რომელიც მოიცავს:

გ.ა) ჰიდრომეტეოროლოგიას;

გ.ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვას;

გ.გ) დაცული ტერიტორიების დაცვას;

გ.დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში კონტროლის განხორციელებას.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2022.
როდის იქნა მიღებული „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“?
„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №597. სარეგისტრაციო კოდი — 270000000.10.003.023807.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“, №597, 26.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.023807 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5666594/