გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/794-18
N200210018002589711
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - თ------- გ-----–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----–ა ჯ-–--–---–ი
მოპასუხე - ს-------–---–------------------------------ო
წარმომადგენელი - ა------–-----–--ე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს-------–---–------------------------------ოს დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის #04-341/კ ბრძანება.
1.2. ს-------–---–------------------------------ოს დაევალოს თ------- გ-----–---–ის აღდგენა იმავე, ს-------–---–------------------------------ოს კ-----------–---–----------------------–-----------------------–---–---------–--ის პოზიციაზე.
1.3. ს-------–---–------------------------------ოს, მოსარჩელე თ------- გ-----–---–ის სასარგებლოდ დაევალოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2018 წლის 14 ივნისიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.
მოსარჩელის განმარტებით, ს--–---–----------------ის დაარსების დღიდან, მოსარჩელე მუშაობს აღნიშნული მიმართულებით და აქვს 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 2009 წლიდან გათავისუფლების დღემდე მუშაობდა კ-----------–---–---------------------------------–-----------------------–---–---------–--ის პოზიციაზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 14 ივნისის #04-341/კ ბრძანებით, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულებით და/ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო (სშკ 37-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი). იმ შემთხვევას, რაც მოპასუხემ მიიჩნია შრომითი ვალდებულებების უხეშ დარღვევად, ადგილი ჰქონდა 2015 წლის აგვისტოს თვეში, კერძოდ, სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მიმართ, თითქოს ჩემს მიერ არ იქნა განხორციელებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში, რა დროსაც მოპასუხე ედავება ვალდებულებების უხეშ დარღვევას, იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში, რა დროსაც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია. ხაზგასასმელია ის გარემოება, იმ მცირე საოჯახო ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ცხოვრობდა სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, 2015 წლის 03 აგვისტოს ვიზიტი განახორციელა ს--–---–-----------------------------------------------------–------------–--------–---–----------–--მა ნ----- მ-------–-–---–მა, ამავე დღეს იგი შეხვდა სავარაუდო მსხვერპლს და მიიღო ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2015 წლის 04 აგვისტოს, ა-----ის რ--------–- განყოფილების ს--–---–----------–---ა დაურეკა ტელეფონზე, მიაწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია და სთხოვა რჩევა. ვინაიდან 2015 წლის 03 აგვისტოდან იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში 15 სამუშაო დღით, მას ურჩია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა განყოფილების უ------------–---–---------–--ის მოვალეობის შემსრულებლისათვის - დ--–- მ-----–---–ისთვის. მისი შვებულებაში ყოფნის პერიოდში სწორედ ის ახორციელებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას. ამასთან, მისი საუბარი ნ----- მ-------–-–---–თან შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი რჩევით, რომ ემოქმედა ბავშვის საჭიროებისა და მისი ინტერესების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 14 ივნისის ბრძანებით ეცნობა, რომ შრომითი ხელშეკრულებით და/ან შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, არც მითითებულ ბრძანებაში და შემდგომში გამოთხოვილ 2018 წლის 27 ივნისის ბრძანების დასაბუთებაშიც, არაა აღნიშნული კონკრეტულად შრომითი ხელშეკრულების ან შინაგანაწესის რომელი მუხლები იქნა დარღვეული მის მიერ და რაში გამოიხატა შვებულებაში მყოფი მოხელის მიერ შრომითი ხელშეკრულების ანდა შინაგანაწესის დარღვევა. გაუგებარია, როგორ მოხდა რომ მოპასუხემ შვებულებაში მყოფი პირი დაადანაშაულა ვალდებულებების დარღვევაში, გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის უმაღლესი ზომა, შეუწყვიტა შრომითი ურთიერთობა, როგორ მოხდა რომ შრომითი ურთიერთობაშეჩერებული მოხელე აღმოჩნდა ბრალეული ყველა იმ ქმედებაში, რაც განხორციელდა კ-----------------------------------–------ის ხელმძღვანელის, უ------------–---–---------–--ის მოვალეობის შემსრულებლის, ა-----ის რ--------–- განყოფილების უფროსისა და ს--–---–---------–--ის მიერ. აღნიშნულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2015 წლის აგვისტოში და როგორც მისთვის არის ცნობილი, სავარაუდო მოძალადეს - ნ------- თ-------ს ბრალი არ დაუდასტურდა.
მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის შუამდგომლობას, მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს იგი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა 2018 წლის 14 ივნისის ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულებით და/ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო). საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის
მე-4 - მე-6 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდა 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. დადგენილია, რომ თ------- გ-----–---–მა სადაო ბრძანების ჩაბარებისთანავე მოპასუხე სააგენტოს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ვეთანხმებით შუამდგომლობის ავტორს, რომ მოსარჩელე თ------- გ-----–---–ს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული წერილობითი დასაბუთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ნამდვილად ჩაბარდა 2018 წლის 28 ივნისს და თ------- გ-----–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში ნამდვილად აღძრა სარჩელი 2018 წლის 13 ივლისს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან მე-15 დღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით (მოსამართლე ი-----–--------–---ი) სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არაგანსჯად სასამართლოში და მას სარჩელით უნდა მიემართა თ--–------------ული სასამართლოსათვის. აღნიშნული განჩინება თ------- გ-----–---–ს ნამდვილად ჩაბარდა 2018 წლის 25 ივლისს. თ------- გ-----–---–მა 2018 წლის 27 ივლისს დაწერა განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ი-----–--------–---ის სახელზე, სადაც მიუთითა, რომ არ აპირებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ითხოვა სარჩელის და თანდართული დოკუმენტების უკან დაბრუნება. აღნიშნული განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა 2018 წლის 30 ივლისს, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან ამოღებული თ------- გ-----–---–ის 2018 წლის 27 ივლისის განცხადების ქსეროასლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად. ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.
მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხეს იმის შესახებ, რომ ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინება თ------- გ-----–---–ს ჩაბარდა 2018 წლის 25 ივლისს და მოსარჩელემ 2018 წლის 27 ივლისის განცხადებაში მიუთითა, რომ არ ასაჩივრებდა აღნიშნულ განჩინებას, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ განჩინება 2018 წლის 25 ივლისს შევიდა კანონიერ ძალაში. მიგვაჩნია, რომ არც 2018 წლის 25 ივლისს, როდესაც მოსარჩელეს ჩაბარდა განჩინება და არც 2018 წლის 27 ივლისს, როდესაც თ------- გ-----–---–მა დაწერა განცხადება, რომ არ ასაჩივრებდა განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინება არ შესულა კანონიერ ძალაში. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 30 ივლისს, როდესაც თ------- გ-----–---–ის განცხადება დარეგისტრირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში და გადაეცა განჩინების მიმღებ მოსამართლეს. ამიტომ ხანდაზმულობის ვადის დენა განახლდა 2018 წლის 31 ივლისიდან. თ------- გ-----–---–ს სარჩელის აღსაძრავად დარჩენილი ჰქონდა 15 დღე. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეც არ ხდის სადავოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ თ------- გ-----–---–ს წერილობითი დასაბუთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ჩაბარდა 2018 წლის 28 ივნისს. თ------- გ-----–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა 2018 წლის 13 ივლისს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან მე-15 დღეს და სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 30 ივლისს. ასევე დადგენილია, რომ თ------- გ-----–---–მა აღნიშნული სარჩელით თ--–------------ულ სასამართლოს მიმართა 2018 წლის 14 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში - 30-ე დღეს,რითაც დაცულია საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ს-------–---–------------------------------ოს დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის #04-341/კ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც იგი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან, ასევე სამსახურში აღდგენა - ს-------–---–------------------------------ოს კ-----------–---–----------------------–-----------------------–---–---------–--ის პოზიციაზე და განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 14 ივლისიდან სამსახურში აღდგენის დღემდე. ს-------–---–------------------------------ოს დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის #04-341/კ ბრძანების გამოცემის საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მსჯელობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უკანონობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ” სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის #04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის #2 სხდომის ოქმიდან, რომელიც საფუძვლად დაედო თ------- გ-----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, ირკვევა, რომ სააგენტოს ა-----ის რ--------–- განყოფილების და კ-------------------–------ის უფლებამოსილი პირების მხრიდან ადგილი აქვს სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, მათთვის ცნობილ გარემოებებზე დაგვიანებული რეაგირების ფაქტებს, აგრეთვე ბავშვთა ძალადობისაგან დაცის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას. მათი მხრიდან უგულებელყოფილია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის და ევროპის საბჭოს ,,სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ” კოვნენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიტ ნაკისრი ვალდებულებები, რათა მომხდარიყო საქმის ყოველმხრივი და დროული შესწავლა და გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებები მ. ე-------–---–ის უფლებების დასაცავად. მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია ,,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების” მე-11 მუხლით განსაზღვრული ბავშვის უფლება, დაცული იყოს ძალადობისგან. ,,ყველა ბენეფიციარი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობისაგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური,იძულება), როგორც მომსახურებაში ისე მის ფარგლებს გარეთ” და მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, ,,იცნობდეს და იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით”, ,,საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური დახმარების მიზნით და ძალადობის ყველა ფაქტი თუ განცხადება, ასევე მის საპასუხოდ გატრებული ღონისძიება წერილობით აღრიცხოს სპეციალურ ჟურნალში”. 2015 წლის 03 აგვისტოს იმ მცირე საოჯახო ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ცხოვრობდა სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, განახორციელა ვიზიტი სააგენტოს ა-----ის რ--------–- განყოფილების ს--–---–----------–---ა ნ----- მ-------–-–---–მა, ამავე დღეს იგი შეხვდა სავარაუდო მსხვერპლს და მიიღო ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის შესახებ. აღნიშნულის შესახებ 2015 წლის 04 აგვისტოს ს--–---–----------–---ა აცნობა თ------- გ-----–---–ს, უფროს ს--–---–--------–--ს, რომელიც მოცემული დროისათვის იმყოფებოდა შვებულებაში 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.
მ. ე-------–---–ის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის დროული მიმართვა არ განხორციელდა კ-------------------–------ის უფროსის თ. ბ-----ის სიტყვიერი მითითების საფუძველზე. კ-------------------–------ის უ------------–---–---------–--ის თ. გ-----–---–ის მითითებულის საფუძველზე ა-----ის რ--------–- განყოფილებიდან სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში არ განხორციელდა მ. ე-------–---–ზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე არსებული ინფორმაციის დროული მიწოდება. გ-----–---–ისა და ბ-----ის მხრიდან სამასახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, ა-----ის რ--------–- განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილების ს--–---–---------–--ის მიერ ვერ იქნა განხორციელებული კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ზომები. კ-------------------–------ის უფროსისათვის, რომელიც ამავე დროს იყო მეურვეობა-მზრუნველობის კ------------------–--------------------------არე, ასევე ამ ცენტრის უ------------–---–---------–--ის თ. გ-----–---–ისათვის ცნობილი იყო, რომ ნ. თ-------ის (სავარუდო მოძალადე) ოჯახში, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში განთავისუფლებული იყო ორი არასრულწლოვანი 2015 წლის 13 ოქტომბრამდე (მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მითითების საფუძველზე) არ განახორციელეს ზემოაღნიშნული არასრულწლოვნების სავარუდო მოძალადის ოჯახიდან განრიდება, რასაც თავის მხრივ შესაძლოა საფრთხე შეექმნა არასრულწლოვნებისათვის. როგორც სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან (რომელიც თან ერთვის შესაგებელს) ირკვევა: 2015 წლის 3 აგვისტოს ა-----ის რ--------–- განყოფილების ს--–---–--------–--ს, ნ. მ-------–-–---–სა და ა-----ის მცირე საოჯახო ტიპის სააღმზრდელო დაწესებულების აღმზრდელს, მ------------–---–ს ამავე სახლის აღსაზრდელმა მ-----მ ე-------–---–მა აცნობა, რომ იგი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ამავე სახლის ყოფილი აღმზრდელის ნ. თ-------ის მხრიდან. აღნიშნულ მსტ სახლის აღმზრდელის ა-–-------------–---–ის მიერ დაფიქსირებულ იქნა მსტ სახლის ძალადობის შემთხვევების აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში. 2015 წლის 3 აგვისტოს მ. ე-------–---–ს ჰქონდა თვითდაზიანების მცდელობა. 4 აგვისტოს ს--–---–----------–---ა ნ. მ-------–-–---–მა აღმზრდელის თანხლებით ბავშვი მიიყვანა შპს ,,თ--–--------------------–--------------------ში” ე-----------------–------------–---–თან, რომლის რეკომენდაციითაც ბავშვი გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას 6 აგვისტოდან 21 აგვისტომდე შპს ,,თ---–----------–--------------------------” ფსიქიატრიულ დეპარტამენტში. აღასანიშნავია ის გარემოება, რომ 2015 წლის 3 აგვისტოდან 13 ოქტომბრამდე არასრულწლოვანი მ. ე-------–---–თან დაკავშირებით ს--–---–---------–--ის ნ. მ-------–-–---–ის მიერ შედგენილ არც ერთ დოკუმენტში არ ფიქსირდება ინფორმაცია ბავშვის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ, გარდა 31 აგვისტოს #799 შედგენილი ვიზიტის ფორმისა. 2015 წლის 22 სექტემბერს კ-------------------–------ში გაიმართა მ-----მ ე-------–---–ის შემთხვევის კონფერენცია, სადაც მსტ სახლის ფსიქოლოგმა ნემსიწვერიძემ, სახლის აღმზრდელმა ა-–-------------------–---–მა და მენეჯერმა გამოთქვეს აზრი იმის თაობაზე, რომ ბავშვის ნათქვამი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შეიძლებოდა ტყუილი ყოფილიყო. ა-----ის რ--------–- განყოფილების უფროსმა თ-----------–---–მა და სოციალურმა მუშაკებმა გამოთქვეს აზრი საქმეში სამართალდამცავების ჩართვის შესახებ, თუმცა შეხვედრაზე გადაწყდა ფსიქიატრების მოსაზრებების გარკვევის მიზნით, მ-----მ ე-------–---–ის კონსულტირება ექიმ-ფსიქიატრებთან შპს ,,თ--–--------------------–--------------------ში”. 2015 წლის 9 ოქტომბერს სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში გაიმართა აღნიშნული შემთხვევის კონფერენცია, სადაც გადაწყდა, რომ ბავშვს რეაბილიტაციის მიზნით გაუგრძელდეს ფსიქოთერაპიის კურსი, ვინაიდან ვერ ხერხდება მიმღები ოჯახის მოძიება ა-----ის რაიონში, შეძლებისდაგვარად მოხდეს მიმღები ოჯახის მოძიება თ--–------------ში, რათა ბავშვი არ დაშორდეს იმ ადამიანებს, ვის მიმართაც გააჩნია სიახლოვის გრძნობა. 2015 წლის 13 ოქტომბერს ა-----ის რ--------–- განყოფილების უფროსმა ამავე განყოფილბის ს--–---–---------–--ის ნ. მ-------–-–---–ის 2015 წლის 13 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე წერილობით მიმართა შსს-ს ა-----ის რ--------–- სამმართველოს უფროსს, ბ-----------ს, რათა გამოძიებულიყო მ-----მ ე-------–---–ის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა სოციალური პროგრამების დეპარტამენტის 2014 წლის 20 მარტის #04/23052 წერილით, სააგენტოს რაიონულ განყოფილებებსა და ცენტრებს დაევალათ ყოველი თვის 5 რიცხვამდე გადაეგზავნათ წერილობითი ინფორმაცია თვის განმავლობაში არსებული ძალადობის შემთხვევების შესახებ. ა-----ის რ--------–- განყოფილების მიერ, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 3 აგვისტოს ფლობდნენ ინფორმაციას მ-----მ ე-------–---–ის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია დეპარტამენტს მიეწოდა მხოლოდ 2015 წლის 4 ნოემბერის #04-10-02/1629 წერილით. საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ სააგენტოს კ-------------------–------ის 2015 წლის 15 მაისის #04-10/1701 გადაწყვეტილებით ნ------- თ-------ის (სავარაუდო მოძალადე) და გულქან გოგოლაშვილის ოჯახი დარეგისტრირდა მიმღებ ოჯახად. მათ ოჯახში 2015 წლის 1 აგვისტოდან მინდობით აღსაზრდელად განთავსდა 2 მზრუნველობამოკლებული ბავშვი. 2015 წლის 13 ოქტომბრიდან ბენეფიციარები ნ. თ-------ის ოჯახიდან გადაყვანილ იქნენ გადაუდებელ მინდობით აღზრდაში. გამოძიების ფარგლებში მ. ე-------–---–ზე ჩატარებულ იქნა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული საექსპერტო მოქმედებები. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნენ კ-------------------–------ის და შესაბამისი რ--------–- განყოფილების უფლებამოსილი პირები. სააგენტოს ა-----ის რ--------–- განყოფილების ს--–---–---------–--ის ნ. მ-------–-–---–ის 2015 წლის 3 დეკემბრის წერილობით განმარტებაში აღნიშნულია, რომ იგი ასრულებდა უ------------–---–---------–--ის, თ------- გ-----–---–ის რეკომენდაციებს და სწორედ მისი რეკომენდაცია იყო, რომ ჯერ მათ გაერკვიათ ბავშვის ნათქვამის სინამდვილე ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის დახმარებით და შემდეგ მიემართათ პოლიციისათვის, ასევე მისი მითითება იყო, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია არ მიეწოდებინათ მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტისათვის (ახსნა-განმარტებები გადმოცემულია მოხსენებით ბარათში და ასევე თან ერთვის შესაგებელს). თ------- გ-----–---–ის ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ მან მხოლოდ იმიტომ არ მიმართა სამართალდამცავებს, რომ ბავშვის ნათქვამის სიმართლეში შეიტანა ეჭვი, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და სავარაუდო მოძალადის, ნ------- თ-------ის კარგი რეპუტაციის გათვალისწინებით. ასევე იგი აღნიშნავს, რომ თ-------ის ოჯახიდან არ გამოიყვანეს მინდობით აღზრდაში მყოფი არასრულწლოვნები არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. ზემოაღნიშნული ფაქტების ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ ა-----ის რ--------–- განყოფილების და კ-------------------–------ის უფლებამოსილი პირების მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების და მათთვის ცნობილი შესაძლო დანაშაულის დაფარვის ან/და დაგვიანებული რეაგირების ფაქტებს. სოციალური მომსახურების კ-------------------–------ისა და ა-----ის რ--------–- განყოფილების პასუხისმგებელი პირების მხრიდან ადგილი აქვს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას. კერძოდ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის #152/ნ-#496-#45/ნ ერთობლივი ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სააგენტოს, საუბნო სამსახურსა თუ საპატრულო პოლიციას. გარდა ზემოაღნიშნულისა, ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ” სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის #04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 11 მაისის სხდომაზე განხილული იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე საფუძვლად დაედო თ------- გ-----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. წარმოდგენილი შესაგებელის თანახმად მოპასუხე განმარტავს რომ მოსარჩელემ არ შეასრულა თავისზე დაკისრებული მოვალეობა და მოხდა ოფიციალურ დოკუმენტებში არასწორი ინფორმაციის შეტანა. რაც გამოიხატება ბ. კ------–---–ისათვის გასაშვილებლის სტატუსის მინიჭების შესახებ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში დოკუმენტაციის დროულად არ მიწოდებასა და ასევე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების 2015 წლის 5 ოქტომბრის რეესტრში ბ-----------–---–ის მონაცემების დამალვაში. მოპასუხე მხარის მოსაზრებით არასრულწლოვნების საქმეში მონაწილე კ-------------------–------ის პასუხისმგებელი პირების მხრიდან იკვეთება მათზე დაკისრებული უფლებამოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, კერძოდ: აღნიშნული შემთხვევის ფარგლებში მუშაობა უნდა წარმართულიყო დედმამიშვილების გაერთიანებისა და მათთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხებზე, რათა დროულად მომხდარიყო გაშვილების პროცედურის წარმართვა და განსაზღვრულიყო არასრულწლოვნებისათვის მზრუნველობის მუდმივი ფორმა. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს (მე-16, 31-ე მუხლი). ამასთანავე ,,შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #50/ნ ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავსვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში. გარდა აღნიშნულისა, საქმეში მონაწილე პასუხისმგებელი პირების მხრიდან არ იქნა შესრულებული სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის 2012 წლის 9 ოქტომბრის #04/63135 წერილით და 2014 წლის 25 თებერვლის #04/15828 წერილით განსაზღვრული მოვალეობები, რამაც გამოიწვია არასრულწლოვნების ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა და პასუხისმგებელი პირები არიან კ-------------------–------ის უ------------–---–---------–--ი(მოსარჩელე) და ს--–---–---------–--ები. ასევე, მათი მხრიდან ვლინდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა ბიოლოგიური ძმების შეგნებული დაშორებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე თ------- გ-----–---–ის მხრიდან იკვეთება ვალდებულებების უხეში დარღვევა, შესაბამისად, მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
საქმეში უდავო ფაქტობრიივ გარემოებები არ მოიპოვება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე სსიპ ს--–---–------------------------------ოში მუშაობის 18 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის 2015 წლის 01 ნოემბერს დაიდო უვადო შრომით ხელშეკრულება.მოსარჩელე დასაქმდა კ-----------–---–---------------------------------–-----------------------–---–---------–--ის პოზიციაზე და სახელფასო ანაზღურება შეადგენდა 1000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-2015 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება(ს.ფ.29)
3.2.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 14 ივნისის #04-341/კ ბრძანებით, განთავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან შრომითი ხელშეკრულებით და/ან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო (სშკ 37-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------–---–------------------------------ოს დირექტორის 2018 წლის 14 ივნისის #04-341/კ ბრძანება (დაბართი 1) (ს.ფ. 22)
3.2.3. მოსარჩელე თ------- გ-----–---–ს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთება ჩაბარდა 2018 წლის 28 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 ივნისის მიმართვა(ს.ფ.27)
3.2.4. მოსარჩელე თ-------ი გ-----–---–ი 2015 წლის 03 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------–---–------------------------------ოს დირექტორის 2015 წლის 30 ივლისის #73/შ ბრძანება (ს.ფ. 25)
3.2.5. ს-------–---–------------------------------ოს 2018 წლის 27 ივნისის N04/37099 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების მიხედვით მოსარჩელე თ------- გ-----–---–ს ეცნობა, რომ შორიმითი ხელშეკრულების შეწყვეტას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის N04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის (შემდგომში - კომისია) 2018 წლის 11 მაისის სხდომის N2 საოქმო გადაწყვეტილება. კომისიის ხსენებული ოქმის მიხედვით (ოქმიდან ამონაწერი, თან ერთვის წინამდებარე დასაბუთებას), მოსარჩელის სამსახურებრივ საქმიანობასთან მიმართებაში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა უხეში ხასიათის სამსახურებრივი გადაცდომები. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-------–---–------------------------------ოს 2018 წლის 27 ივნისის N04/37099 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთება (ს.ფ. 27)
3.2.6. შრომთი ხელშეკრულებასა და სამუშაო აღწერილობაში გაწერილი იქნა თ------- გ-----–---–ის სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად შემდეგი: მას უნდა ეწარმოებინა ს--–---–--------–--თა საქმიანობაზე ზედამხედველობა და საქმის წარმოების მონიტორინგი; მასვე პირადად უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო და სამუშაოს შერულებისას ზედმიწევნიტ უნდა დაეცვა საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და ცალკეული მითიტებების(ზეპიტრი, წერილობითი) მოთხოვნები; ასევე ს--–---–--------–--ებთან ერთად შემთხვევების განხილვა და შემთხვევის პროცესის წარმართვის განსაზღვრა;რეგიონულ საბჭოზე ს--–---–--------–--თა მიერ წარსადგენი შემთხვევების მომზადება; კანონმდებლობიით გათვალისწინებულ ვადებში სააგენტოს ცენტრალური აპარატის წინაშე წერილობითი ანგარიშებისა და რეესტრების წარდგენა; ამავე აღწერილობის თანახმად სხვა სამიზნე ჯგუფებთან ერთად იყვენენ ასევე მზრუნველობა მოკლებული ბავშვები და მათი ოჯახები;ძალადობის მსხვერლი ბავშვები და მათი ოჯახები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2015 წლის 01 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულება; სამუშაო აღწერილობა(ს.ფ.29;36)
3.2.7. დადგენილია, რომ იმ მცირე საოჯახო ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ცხოვრობდა სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, 2015 წლის 03 აგვისტოს ვიზიტი განახორციელა ს--–---–-----------------------------------------------------–------------–--------–---–----------–--მა ნ----- მ-------–-–---–მა, ამავე დღეს იგი შეხვდა სავარაუდო მსხვერპლს და მიიღო ინფორმაცია სავარაუდო ძალადობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2015 წლის 04 აგვისტოს, ა-----ის რ--------–- განყოფილების ს--–---–----------–---ა აცნობა მოსარჩელეს ტელეფონზე და მიაწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია,ვინაიდან 2015 წლის 03 აგვისტოდან იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში 15 სამუშაო დღით, მას ურჩია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდებინა განყოფილების გამგისა და უ------------–---–---------–--ის მოვალეობის შემსრულებლისათვის - დ--–- მ-----–---–ისთვის, რომელიც მოსარჩელის შვებულებაში ყოფნის პერიოდში ახორციელებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა. ს-------–---–------------------------------ოს 2018 წლის 27 ივნისის #04/37099 წერილი და ს-------–---–------------------------------ოს დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნა (დანართი 2); ბ. ს-------–---–------------------------------ოს კ------- სოციალური მომსახურების საქმხარეო ცენტრის უფროსის 2015 წლის 30 ივლისის #73/შ ბრძანება შვებულების შესახებ (დანართი 3); გ. თ------- გ-----–---–ი 2015 წლის 04 ნოემბრის #4687 მოხსენებითი ბარათი (დანართი 4) (ს.ფ. 27, ს.ფ. 25; ს.ფ. 23-24);
-
3.2.8. დადგენილია, რომ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრემების დეპატრამენტის 2014 წლის 20 მარტის N04/23052 წერილით სააგენტოს რაიონულ განყოფილებებსა და ცენტრებს დაევალათ ყოველი თვის 5 რიცხვამდე გადაეგზავნათ წერილობით ინფორმაციათვის განმავლობაში არსებული ძალადობის შემთხვევების შესახებ. ა-----ის რ--------–- განყოფილების მიერ მიუხედავად იმისა რომ 2015 წლის 03 აგვისტოდან ფლობდნენ ინფორმაციას მ-----მ ე-------–---–ის მიმართ განხორცილებულ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ, ეს ინფორმაცია დეპარტამენტს მიეწოდა 2015 წლის 04 ნოემბერს.
2015 წლის 13 ოქტომბერს შსს ა-----ის რაიონულ სამმართველოს წერილობით მიმართა ა-----ის რ--------–- განყოფილების უფროსმა, ს--–----–--ის ნ----- მ-------–-–---–ის მოხსენების საფუძველზე და აცნობა მ-----მ ე-------–---–ის მიმართ სავარაუდოდ განხორცილებული სექსუალური ძალადობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი(ს.ფ.78)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.9. დადგენილია, რომ იმავე მცირე საოჯახო ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებაში, სადაც ცხოვრობდა სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სააგენტოს კ-------------------–------ის 2015 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ეს ოჯახი დარეგისტრირდა მიმღებ ოჯახად და 2015 წლის 01 აგვისტოდან მინდობით აღსაზრდელად განათვსდა 2 მზრუნველობა მოკლებული ბავშვი, რომლებიც საკმაოდ გვიან, 2015 წლის 13 ოქტომბრიდან გადაყვანილნი იქნენ გადუდებელ მინდობით აღზრდაში, მანამდე კი ეს ბავშვები განარძობდნენ ცხოვრებას სავარაუდო მოძალადესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი(ს.ფ.78)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.10. კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის თანახმად, რომელიც ეყრდნობა ა-----ის რ--------–- განყოფილების ს--–---–---------–--ის ნ. მ-------–-–---–ის 2015 წლის 03 დეკემბრის წაერილობით განმარტებას დადგენილია რომ: ,,ნ. მ-------–-–---–ი უშუალოდ რეკომენდაციებს გადიოდა უფროს ს--–---–--------–--თან თ------- გ-----–---–თან, მისი რეკომენდაცია იყო რომ ჯერ მათ გაერკვიათ ბავშვის ნათქვამი სიმართლე კომეპტენტური ფსიქიატრის/ფსიქოლოგის მიერ, დარწმუნებულიყვნენ ბავშვის ინფორმაციაში და შემდეგ მიემრთათ პოლიციისათვის,მისივე მითითებით ამ საკითხზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ უნდა მიეწვდინა მეურვეობისა და მზრუნველობის დეპარტამენტისათვის.“ ამავე ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ იგივე უთხრეს მოსარჩელის შევებულებაში ყოფნის გამო მისი უფლება- მოვალეობის შემსრულებელმა, ხოლო შემდეგ 2015 წლის 22 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს კ-------------------–------ის უფროსმა.
იგივე დაადასტურა მოსარჩელემ ახსნა-განმარტებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი(ს.ფ.78)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.11. დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ივლისს სააგენტოს კ-------------------–------ში ქ. თ--–--ში მდებარე სამშობიარო სახლიდან (შპს ,,ს--------–ი") შევიდა სატელეფონო შეტყობინება, რომ ყ-----–ის რაიონის სოფ. კ--------ში მცხოვრებმა ც.კ------–---–მა 22 ივლისს იმშობიარა და მას სურდა ბავშვის (ბ. კ------–---–ის) მიტოვება. აღნიშნული მომართვის საფუძველზე, კ-------------------–------ის იურისტის და ს--–---–---------–--ების მიერ განხორციელდა ვიზიტი სამშობიარო სახლში. ამავე დრეს ც. კ------–---–ის მიერ შევსებულ იქნა განცხადება ბავშვის გაშვილებაზე თანხმობისა და ბავშვის მიტოვების შესახებ. 2015 წლის 24 ივლისს, სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კ------- რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილების (24.07.2015 წ. პ/ნ0-------) საფუძველზე ახალშობილი ბ. კ------–---–ი 2015 წლის 24 ივლისიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გადაუდებელი მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში განთავსდა მიმღები მშობლის ი---------–---–ის ოჯახში. კ-------------------–------ის 2015 წლის 3 სექტემბრის #04-10/3418 გადაწყვეტილებით ბ-----------–---–ს (პ/ნ 2----------) მიენიჭა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. აღნიშნული გადაწყვეტილების მეორე პუნქტში მითითებულია, რომ ბ-----------–---–ის მონაცემები შეტანილ იქნას გასაშვილებელი ბავშვების ერთიან რეესტრში. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის 2014 წლის 25 თებერვლის #04/15828 წერილით სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს მიეცათ რეკომენდაცია გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით დეპარტამენტში დროულად ინფორმაციის მიწოდების შესახებ, კ-------------------–------ის მიერ მხოლოდ 2015 წლის 18 ნოემბრის #04/10-5193 წერილით იქნა მოწოდებული ინფორმაცია ბ-----------–---–ისათვის გასაშვილებელი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის 2012 წლის 9 ოქტომბრის #04/63135 წერილით, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ ყოველი თვის 5 რიცხვამდე დეპარტამენტისათვის მიეწოდებინათ თვის განმავლობაში სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შესახებ. სააგენტოს კ-------------------–------ის 2015 წლის 4 სექტემბერ დეპარტამენტში გადაგზავნილ #04-10/3437 წერილით მიწვდილ რეესტრში ფიქსირდება ბ-----------–---–ის შესახებ ინფორმაცია (მოცემული პერიოდისათვის ბავშვი იმყოფებოდა გადაუდებელ მინდობით აღზრდაში და არ ჰქონდა მინიჭებული გასაშვილებელი სტატუსი). ხოლო მათ მიერ 2015 წლის 5 ოქტომბრის #04-10/4038 წერილით მიწოდებულ რეესტრში არ ფიქსირდება ბენეფიციარი - ბ-----------–---–ის შესახებ ინფორმაცია (მოცემული პერიოდისათვის ბავშვს უკვე ჰქონდა მინიჭებული გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი). კ------- რეგიონალური საბჭოს 2015 წლის 16 ოქტომბრის #04044317 გადაწყვეტილებით დაიხურა ბ-----------–---–ის გადაუდებელი მინდობით აღზრდის შემთხვევა და ბავშვი განთავსდა მინდობით აღზრდაში (გრძელვადიანი). ბ-----------–---–ის ძმა ზ-------- კ------–---–ი 2014 წლის 1 თებერვლიდან ყ-----–ის რ--------–- განყოფილების მომართვის საფუძველზე, მეურვეობა/მზრუნველობის ორგანოს კ------- რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილებით (#0404021124; 01.2014) ქ. თ--–--ში, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში განთავსდა ი---------–---–ის მიმღებ ოჯახში (ი. ჭ---–---–ი ასევე მუშაობს კ-------------------–------ში ს--–---–---------–--ის თანამდებობაზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი(ს.ფ.78)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.11. 2018 წლის 13 ივლისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ს-------–---–------------------------------ოს მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და ამავე განჩინებით განემარტა, რომ სარჩელით უნდა მოემართა თ--–------------ულ სასამართლოსათვის განსჯადობის მიხედვით. მოსარჩელემ განჩინება ჩაიბარა 2018 წლის 25 ივლისს ხელზე, ხოლო ამავე განჩინების გასაჩივრებაზე უარი თქვა 2018 წლის 27 ივლისს განცხადებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განჩინების ასლი (ს.ფ. 54-57);
- განცხადება, საფოსტო გზავნილი (ს.ფ.153-154)
3.2.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განჩინების ასლი მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 25 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 ივლისის განცხადების ასლი თბილისის საქალაქო სასამართლოს(ს.ფ. 54-57);
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების -დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მისმა დაქირავებულმა პირმა - მუშაკმა, დასაქმებულმა, შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც გამოიხატა კონკრეტულ ქმედებაში. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც შეწყვეტის საფუძველი გახდა უხეში ხასიათის სამსახურებრივი გადაცდომა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------- გ-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.
მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, ... შინაგანაწესიდან.
როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-20125.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი; №ას 893-851-2013 , 7.11.2013)
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ ამავე კონვენციის N14 ზოგადი კომენტარის თანახმად ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ,,ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში“.ასევე ,,პირველი პუნქტის მიზანია, უზრუნველყოს, რომ უფლება გარანტირებული იყოს ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს.უმოქმედობა ან ქმედების განუხორციელებლობა და დაუდევრობა აგრეთვე წარმოადგენენ „ქმედებას“, მაგალითად, მაშინ, როდესაც სოციალური დაცვის ორგანოები არ ახორციელებენ ქმედებას ბავშვთა დასაცავად უგულებელყოფის ან ჩაგვრისაგან“. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედება/უმოქმედობა არ ემსახურებოდა ბავშვის საუკეთესო ინეტერსებს.
ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციის მეთორმეტე მუხლის თანახმად: 1 თითოეული მხარე გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ზოგიერთ პროფესიონალს, რომლებსაც იძახებენ ბავშვებთან სამუშაოს ჩასატარებლად, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის წესის გამო, არ შეექმნას რაიმე წინააღმდეგობა, შეატყობინოს ბავშვის დაცვაზე პასუხისმგებელ სამსახურებს ნებისმიერი ვითარების შესახებ, როცა კი გონივრული საფუძველი არსებობდა იმის სავარაუდოდ, რომ ბავშვი არის სექსუალური ექსპლუატაციისა ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 2 თითოეული მხარე გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომებს, რათა სტიმული მისცეს ნებისმიერ პირს, რომელმაც იცის ან ეჭვი აქვს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა ან მათ მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ, ამის შესახებ კეთილსინდისიერად აცნობოს შესაბამის სამსახურებს.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მის ვალდებულებას არ წარმოადგენა მიემართა შსს ორგანოებისათვის, ვინიდან დადგენილია, რომ იგი კ------- რეგიონში ეწეოდა ს--–---–--------–--თა საქმიანობაზე ზედამხედველობას და საქმის წარმოების მონიტორინგს. ასევე დადგენილია, რომ შევებულებიდან გამოსვლის შემდეგაც, 2018 წლის 22 აგვისტოდან 2018 წლის 13 ოქტომბრამდე არ მიუმართავს შსს ა-----ის რ--------–- სამმართველოსათვის და არც შესაბამისი რეკომენდაცია არ გაუცია ს--–---–---------–--ისათვის. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 01 აგვისტოდან სავარაუდო მოძალადესთან მინდობით აღსაზრდელად განათვსდა 2 მზრუნველობა მოკლებული ბავშვი და საკმაოდ გვიან, 2015 წლის 13 ოქტომბრიდან გადაყვანილნი იქნენ გადუდებელ მინდობით აღზრდაში, მანამდე კი ეს ბავშვები განარძობდნენ იმავე სავარაუდო მოძალადესთან ერთად ცხოვრებას.
ასევე სასამართლოს იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სააგენტოს კ-------------------–------ის ,,პასუხისმგებელი პირების მხრიდან არ იქნა შესრულებული სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის 2012 წლის 9 ოქტომბრის #04/63135 წერილით და 2014 წლის 25 თებერვლის #04/15828 წერილით განსაზღვრული მოვალეობები, რამაც გამოიწვია არასრულწლოვნების ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა (რაც გამოიხატა ბიოლოგიური ძმების ბ----------------ო კ------–---–ების შეგნებული დაშორებით) და პასუხისმგებელი პირები არიან კ-------------------–------ის უ------------–---–---------–--ი(მოსარჩელე) და ს--–---–---------–--ები. “.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა თ------- გ-----–---–ის დასაქმების შეწყვეტის საპატიო მიზეზი, კერძოდ მოსარჩელის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც მისი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე, ასეთი მითითება კი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის გამოხატულებაა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარემ მოითხოვა 14.06.2018 წლის №04-341/კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ.
სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, რამდენადაც ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, რომლის გასვლით პირი კარგავს მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელის ხანდაზმულობას, სასამართლოს ვალდებულებაა მსჯელობის საგანად აქციოს აღნიშნული საკითხი.
6.3.საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
იმავე მუხლის მე-6 პუნქტი განსაზღვრავს დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, კერძოდ, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ ვადის გაშვების შემდგომ, მოთხოვნა ითვლება ხანდაზმულად.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სამართლებრივ ურთიერთობასა და ხანდაზმულობის საკითხზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM, 1996 წლის 22 ოქტომბერი).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ------- გ-----–---–მა 22.06.2018 წელს №60207 განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა 14.06.2018 წლის №04-341/კ ბრძანებით ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების 07 დღის ვადაში მიღება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2018 წლის 27ივნისის №04/37099 წერილით თ------- გ-----–---–ს განემარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის - ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტი.
აღნიშნული წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 28 ივნისს. თ------- გ-----–---–ს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება უნდა გაესაჩივრებინა სასამართლოში №04/37099 წერილის ჩაბარების თარიღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა მან სასამართლოს სააგენტოს დირექტორის 14.06.2018 წლის №04-341/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 14 აგვისტოს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი 30 დღიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია 14.08.2018 წლის მდგომარეობით.
6.4.რაც შეეხება მოთხოვნებს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ამ კუთხით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, ხსენებული ნორმის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
განსახილველ ვითარებაში, წარმოდგენილი სარჩელით მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს 14.06.2018 წლის №04-341/კ ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო რამდენადაც აღნიშნულ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია, მითითებული ნორმის საფუძველზე, იგივე სამართლებრივი რეჟიმი უნდა გავრცელდეს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნაზეც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სარჩელი გარდა იმისა, რომ უსაფუძვლოა ასევე ხანდაზმულიცაა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
სს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე თ------- გ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე ს-------–---–------------------------------ოს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100.00 (ასი) ლარის ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე