1. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.

2. სამინისტროს მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ სარგოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პრემიას, ამ წესით გათვალისწინებულ დანამატსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატს.

3. მინისტრსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს უფლება აქვს სამინისტროს მოსამსახურეს, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.

4. სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი სამინისტროს მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სარგო, დანამატი და პრემია სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7. სამინისტროს სისტემაში შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, პრემია, დანამატი) ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ხოლო პრობაციის ეროვნულ სააგენტოში – სააგენტოს უფროსის ბრძანები