1. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამუშაო ადგილზე არსებული ელექტროგაყვანილობა გამოიყენოს დანიშნულებისამებრ, არ დაუშვას ელექტროქსელთან სპეციალისტის გარეშე ისეთი მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, რომლის ექსპლუატაციაც ქმნის ხანძრის მომეტებულ საფრთხეს.
3. სამინისტროს მოსამსახურემ არ უნდა გამოიყენოს მწყობრიდან გამოსული ელექტრომოწყობილობები. ელექტრომოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტს.
4. სამუშაოს დროის დასრულების შემდგომ სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია ელექტროქსელიდან გამორთოს კომპიუტერული და სხვა სახის ელექტრომოწყობილობები, მათ შორის, განათების საშუალებები. აღნიშნული არ ვრცელდება სამინისტროს ერთიან ქსელურ მოწყობილობებზე.
5. სამინისტროს შენობაში ხანძრის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურ