1. სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას ახორციელებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი, ხოლო კომპიუტერულ ტექნიკასა და აქსესუარებზე – სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი.

2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს გადაცემული ქონების დაცვა და მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება;

ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს ეკონომიკური ან/და სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსს მის სარგებლობაში არსებული ქონების დაზიანების, განადგურებისა თუ დაკარგვის თაობაზე;

გ) არ გადასცეს თავის მფლობელობაში არსებული ქონება სხვა სამინისტროს მოსამსახურეს, ეკონომიკური დეპარტამენტის და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

3. სამინისტროს მოსამსახურე სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის თაობაზე პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი