1. სამინისტროს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მოქალაქეთა მიღება ხორციელდება საშვის დაშვების შემდეგ.

2. სამსახურში მოქალაქეთა მისაღებად საშვის დაშვება წარმოებს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

3. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების განთავსების შენობაში საშვის დაშვების უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე საშვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანები