1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან სამსახურიდან გასვლის შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება ხელმძღვანელი პირის თანხმობის საფუძველზე, რაც ფიქსირდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში დაგვიანების ან არგამოცხადების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ უმოკლეს ვადაში აცნობოს უშუალო უფროსს.
3. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შემდეგ, სამსახურში პირველივე გამოცხადებისას, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელზე შეავსოს ახსნა-განმარტებითი ბარათის ფორმა.
4. თუ სამსახურში არგამოცხადების მიზეზია ავადმყოფობა, სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოცხადებისას წარმოადგინოს საავადმყოფო ფურცელი, ხოლო დაგვიანებისას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ასევე დასაშვებია სამედიცინო ცნობა. სამინისტროს მოსამსახურე, სამსახურში გამოცხადებისას, საავადმყოფო ფურცელს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით უგზავნის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტსა და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
5. არასაპატიო მიზეზით თვის განმავლობაში სამსახურში ორჯერ დაგვიანებისას ან/და არგამოცხადებისას, სამინისტროს მოსამსახურისათვის შესაძლებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებ