1. ქვედანაყოფში სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება:
ა) 13:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდი, თუ ქვედანაყოფში სამუშაო დრო დადგენილია 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (გარდა თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრისა) ან 10:00 საათიდან 17:00 საათამდე;
ბ) 12:30 საათიდან 13:30 საათამდე პერიოდი, თუ ქვედანაყოფში სამუშაო დრო დადგენილია 08:00 საათიდან 17:00 საათამდე;
გ) 12:00 საათიდან 13:30 საათამდე – თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში;
დ) განისაზღვრება ცვლის გრაფიკის შესაბამისად.
2. ქვედანაყოფის საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, თუ შეუძლებელია შესვენების დროის გამოყენება ამ მუხლის პირველ პუნქტით დადგენილ საათებში, ქვედანაყოფის მოსამსახურე, უშუალო უფროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია დღის განმავლობაში, სამუშაო საათების დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, სამუშაო საათების დასრულებამდე ერთი საათით ადრე პერიოდში გამოიყენოს ერთსაათიანი შესვენების უფლება.
3.მოსამსახურეს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
4. თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 6 საათს, მოსამსახურეს წარმოეშობა შესვენების უფლებ