1. სამოქალაქო და სპეციალური წოდების მქონე პირი შეიძლება დროებით გათავისუფლდეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქვედანაყოფის სამედიცინო პუნქტის/ლაზარეთის ექიმის შესაბამისი ცნობის საფუძველზე – არაუმეტეს 3 დღემდე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაური (რომელსაც აქვს ამ მოსამსახურისათვის შვებულების მიცემის უფლებამოსილება) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით გათავისუფლების თაობაზე.

3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო მოსამსახურისთვის შვებულების მიცემის საკითხი რეგულირდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 27 დეკემბრის №132 ბრძანები