1. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირის, აგრეთვე სამხედრო მართვის განმახორციელებელი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მითითება/დავალება (მათ შორის, ზეპირი ფორმით გამოცემული), რეზოლუცია მოსამსახურემდე დაიყვანება:

ა) პირადად გაცნობით, რასაც მოსამსახურე ადასტურებს ხელმოწერით;

ბ) მწყობრში მდგომი მოსამსახურეებისათვის საჯაროდ გამოცხადებით;

გ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად განთავსებით;

დ) დოკუმენტის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის (emod) მეშვეობით, ადრესატისათვის გადაგზავნით.

2. სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირის, აგრეთვე სამხედრო მართვის განმახორციელებელი თანამდებობის პირის აქტის, მითითების/დავალების (მათ შორის, ზეპირი ფორმით გამოცემული) მოსამსახურემდე დაყვანის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, ქვედანაყოფის მეთაური უზრუნველყოფს დამატებითი ინსტრუქტაჟის გაწევის ან/და სამსახურებრივი თათბირის ჩატარების ორგანიზებას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული კანონიერი განკარგულების შესრულება სავალდებულოა.

4. სახელმწიფო საიდუმლოს გრიფის მქონე სამსახურებრივი საკითხების მოსამსახურეებამდე დაყვანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესი