1. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;

ბ) შეასრულოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივ საკითხებზე მიღებული კანონიერი დავალებები;

გ) პირნათლად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს;

ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობის დადგენილი წესი;

ვ) დაიცვას სამსახურებრივი ურთიერთობის ეთიკისა და სუბორდინაციის ნორმები;

ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და მისთვის გადაცემულ სხვა საშუალებებს, გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ, ხოლო მათი დაკარგვის შემთხვევაში აცნობოს თავის უშუალო უფროსს და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის სახელზე წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი (წერილობითი ახსნა-განმარტება);

თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე შენობაში და მის ტერიტორიაზე, სამსახურში გამოცხადდეს მოწესრიგებულ და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის შესაფერის ფორმაში, დაიცვას თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით დაწესებული მოთხოვნები;

ი) არ დაუშვას მისთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება;

კ) სამუშაო დღის ბოლოს სამსახურიდან გასვლისას, აუცილებელი სამსახურებრივი საჭიროების გარეშე, არ დატოვოს ჩართულ მდგომარეობაში კომპიუტერული ან სხვა ელექტროტექნიკა, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების პრევენციული ნორმები.

2. მოსამსახურეს, რომელიც სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირია და არ ატარებს სამხედრო ფორმის ტანსაცმელს, მოეთხოვება კლასიკური სტილის ჩაცმულობა და პირადი ჰიგიენის სტანდარტების დაცვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. №20) განთავსებული ქვედანაყოფების სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირი, ქვედანაყოფის მეთაურის მოთხოვნით შემთხვევაში, ვალდებულია სამსახურში ყოფნისას თვალსაჩინოდ (გულმკერდის მხარეს) ატაროს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა (პლასტიკური ბარათი). სხვა ქვედანაყოფებში სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათი) თვალსაჩინოდ ტარების წესს განსაზღვრავს ქვედანაყოფის ხელმძღვანელ