1. მოსამსახურე სარგებლობს შვებულებით (მათ შორის, ნაწილ-ნაწილ) უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პერიოდში.

2. ბრძანება თავდაცვის ძალების მეთაურის შვებულებაში გაშვების თაობაზე მიიღება მინისტრის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია:
ა) მოსამსახურისათვის დაადგინოს წლის განმავლობაში ყოველწლიური შვებულების მიცემის რიგითობა;
ბ) შეცვალოს ყოველწლიური შვებულების პერიოდი მოსამსახურესთან შეთანხმებით ან სამსახურის საჭიროების გათვალისწინებით.

4. მოსამსახურე წერილობითი განცხადებით/პატაკით მიმართავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს შვებულების გამოყენების თხოვნით, შვებულების დაწყებამდე:
ა) არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღით ადრე, შვებულების ქვეყნის შიგნით გატარების შემთხვევაში;
ბ) არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე, შვებულების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატარების შემთხვევაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ინფორმაციას მოსამსახურის მიერ შვებულების საზღვარგარეთ გატარების შესახებ დაუყოვნებლივ, ცნობისათვის უგზავნის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეზე.

6. საპატიო მიზეზის არსებობისას შვებულებით სარგებლობაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი და ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით წარუდგინოს პატაკი/განცხადება, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში (emod). მოსამსახურის პატაკი/განცხადება წარედგინება ქვედანაყოფის მეთაურს (რომელსაც აქვს ამ მოსამსახურისათვის შვებულების მიცემის უფლებამოსილება), რომლის დადებითი რეზოლუციის საფუძველზე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს ეძლევა შვებულება.

8. გადაუდებელი სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსამსახურეს ვადამდე შეიძლება შეუწყდეს შვებულება, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევის