1. სამუშაო დროის დასრულების შემდეგ მოსამსახურე მიდის დროებით დათხოვნაში, გარდა ამ შინაგანაწესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. სამხედრო მოსამსახურე უფლებამოსილია არ წავიდეს დროებით დათხოვნაში და დასვენების უფლებით ისარგებლოს ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №523 დადგენილებით დამტკიცებული წესდების 24-ე მუხლის შესაბამისად.

3. ქვედანაყოფის მეთაური (რომელსაც აქვს ამ მოსამსახურისათვის შვებულების მიცემის უფლებამოსილება) უფლებამოსილია ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს 14:00 საათის შემდეგ დროებით დათხოვნაში გაუშვას მოსამსახურე, ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილამდე მისი დროული და უსაფრთხოდ გადაადგილების გათვალისწინები