1. ქვედანაყოფში სამუშაო დღეები განისაზღვრება ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათი და კვირა წარმოადგენს დასვენების დღეებს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არანორმირებული სამუშაო დრო დგინდება:
ა) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს;
ბ) სწავლების პერიოდში;
გ) საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ან შენარჩუნებისთვის;
დ) სადღეღამისო განწესისა და საბრძოლო მორიგეობის შესრულების დროს;
ე) მობილიზაციისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს სწავლების ჩატარებისას და სხვა ღონისძიებების განხორციელებისას.
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ან მისგან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქვედანაყოფში ან ცალკეული მოსამსახურეებისთვის შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამუშაო და დასვენების დღეებისგან განსხვავებული სამუშაო და დასვენების დღეები:
ა) ცერემონიალისა და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებისას ან დაწესებულების საქმიანობისთვის საჭირო გადაუდებელი აუცილებლობის დროს/გამო;
ბ) ცვლაში მუშაობის დროს.
4. მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქვედანაყოფისთვის შეიძლება განისაზღვროს დამატებითი დასვენების დღე.
5. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 6 ან 11 თვის ვადით გავლის დროს, სამხედრო მოსამსახურე, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) პერიოდში მუდმივად იმყოფება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა. საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დღეებია ყოველი კვირის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათი და კვირა წარმოადგენს დასვენების დღეებს, ამასთან სამუშაო დროის ხანგრძლივობა (დასაწყისი და დასასრული) განისაზღვრება, ამ შინაგანაწესის მე-4 მუხლის შესაბამისად. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს ყოველდღიურად სამუშაო დროის დასრულების შემდეგ წავიდეს დროებით დათხოვნაში.
6. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 8 თვის ვადით გავლის დროს, სამხედრო მოსამსახურე, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) პერიოდში მუდმივად იმყოფება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევისა. საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის სამუშაო დღეები განისაზღვრება ყოველ 3 დღე-ღამეში ერთხელ 24 საათით, რა დროსაც იგი ასრულებს სადღეღამისო განწესს, რომლის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს წავიდეს დროებით დათხოვნაში.
7. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაო განრიგი არ გამოიყენება და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს ეზღუდება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება, როდესაც:
ა) ამ შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილია არანორმირებული სამუშაო დრო, ამასთან, სამხედრო სწავლებებისა და საბრძოლო მომზადების მიმდინარეობისას სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დროებით დათხოვნაში წასვლის საკითხი რეგულირდება შესაბამისი საბრძოლო მომზადების პროგრამით;
ბ) სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დასვენების უფლების შეზღუდვა აქვს დაკისრებულ