შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არანორმირებული სამუშაო დრო – მუშაობა დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო პერიოდი, რომელიც ამ შინაგანაწესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობას აღემატება;
ბ) დროებითი დათხოვნა – სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფის მუდმივი ან დროებითი დისლოკაციის ადგილის დატოვება მომდევნო სამუშაო დღემდე;
გ) მოსამსახურე – სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი და სამოქალაქო პირი;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან დროებით გათავისუფლება – ერთი ან/და მეტი დღის ვადით სამსახურიდან გათავისუფლება;
ე) სადღეღამისო განწესი – განიმარტება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 დეკემბრის №523 დადგენილებით;
ვ) ქვედანაყოფი – თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და საშტატო ნუსხით განსაზღვრული მათი სტრუქტურული ერთეულები;
ზ) ქვედანაყოფის მეთაური – ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – თანამდებობის პირი (სარდალი/მეთაური/უფროსი), რომელიც მართავს მისდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება დაქვემდებარებულის მიმართ გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები და ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შესრულების შემოწმება;
თ) საპატიო მიზეზი − მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელი