1. მოსამსახურე სამსახურში უნდა იმყოფებოდეს სამუშაო საათებში.
2. მოსამსახურე, რომელსაც ჰყავს თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი ან კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მის მეურვეობას, მზრუნველობას ან მხარდაჭერას, ქვედანაყოფის მეთაურის (რომელსაც აქვს ამ მოსამსახურისათვის შვებულების მიცემის უფლებამოსილება) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება სამსახურში გამოცხადდეს სამუშაო დროის დაწყებიდან:
ა) არაუმეტეს საათნახევრის დაგვიანებით, თუ ქვედანაყოფის სამუშაო დრო იწყება 08:00 საათზე;
ბ) არაუმეტეს ნახევარი საათის დაგვიანებით, თუ ქვედანაყოფის სამუშაო დრო იწყება 09:00 საათზე.
3. სამხედრო შეკრებაზე დროულად გამოცხადების მიზნით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით გამოცხადდეს ქვედანაყოფში სამხედრო შეკრების დაწყების წინა დღე