1. არასამუშაო დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება ნებაყოფლობითია.
2. დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში სამსახურში გამოცხადების შესახებ, აგრეთვე სამუშაო დროის დასრულების შემდეგ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების გაგრძელების თაობაზე დავალების მიცემა შეიძლება:
ა) უკიდურესი სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქვედანაყოფის უფროსი ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით;
ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს;
გ) სწავლების პერიოდში;
დ) საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ან შენარჩუნებისთვის;
ე) სადღეღამისო განწესისა და საბრძოლო მორიგეობის შესრულების დროს;
ვ) მობილიზაციისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს სწავლების ჩატარებისას და სხვა ღონისძიებების განხორციელებისას.
3. მოსამსახურეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით შეიძლება მიეცეს დასვენების უფლება არასამუშაო საათებში სამსახურში გატარებული დროის შესაბამისად, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის და მისი ქვედანაყოფების მუშაობის უწყვეტი რეჟიმის შენარჩუნების გათვალისწინებით, რომლის რეგულირებაც უნდა უზრუნველყოს ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა.
4. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმზე (ყაზარმული მდგომარეობა) ყოფნის დროს მოსამსახურე მუდმივად განთავსდება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე. ამ პერიოდში ქვედანაყოფის მოსამსახურეს ეკრძალება ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვებ