1. მოსამსახურე უფლებამოსილია ისარგებლოს სამუშაოდან ხანმოკლე გათავისუფლების უფლებით, როდესაც:
ა) მოსამსახურე დროულად ვერ ცხადდება სამსახურში პირადი, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო;
ბ) სამსახურში მყოფ მოსამსახურეს სამუშაო დღის განმავლობაში უწევს სამსახურის ადგილიდან დროებით გასვლა, პირადი საჭიროების გამო;
გ) სამსახურში მყოფ მოსამსახურეს უწევს სამსახურის ადგილის ადრე დატოვება, პირადი საჭიროების გამო.
2. წინასწარ ცნობილი მიზეზის არსებობის შემთხვევაში მოსამსახურე, უშუალო ხელმძღვანელთან წინასწარი შეთანხმებით, დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმით მიმართავს ქვედანაყოფის მეთაურს (რომელსაც აქვს ამ მოსამსახურისათვის შვებულების მიცემის უფლებამოსილება). მოსამსახურე სამუშაოდან ხანმოკლე დროით თავისუფლდება ქვედანაყოფის მეთაურის დადებითი რეზოლუციის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელს ეკისრება პასუხისმგებლობა მოსამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის შეუფერხებლობაზე.
3. მოსამსახურე, რომელიც იგვიანებს სამსახურში და მას არ შეუვსია დანართი №1-ით განსაზღვრული ფორმა, ვალდებულია დაგვიანების თაობაზე დაუყოვნებლივ მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით და მიიღოს ყველა ზომა სამსახურში დროულად გამოცხადებისათვის. მოსამსახურე ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე პატაკით/ახსნა-განმარტებით მიმართოს ქვედანაყოფის მეთაურს (რომელსაც მინისტრის ბრძანებით დელეგირებული აქვს მოსამსახურის შვებულებაში გასვლის უფლებამოსილება), მოახსენოს მას სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების მიზეზის თაობაზე. ოჯახური მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობისას, ქვედანაყოფის მეთაური უფლებამოსილია მოსამსახურის დაგვიანებით გამოცხადება ჩათვალოს საპატიოდ ან გაატაროს ზომები მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებასთან დაკავშირები