1. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ან სამოქალაქო პირი უფლებამოსილია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან დროებით გათავისუფლდეს სამსახურიდან:
ა) წინასწარ ცნობილი მიზეზით;
ბ) წინასწარ უცნობი ოჯახური მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ან სამოქალაქო პირი განცხადებით/პატაკით წინასწარ მიმართავს ქვედანაყოფის მეთაურს (რომელსაც აქვს ამ მოსამსახურისათვის შვებულების მიცემის უფლებამოსილება).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ან სამოქალაქო პირი ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი დაუყოვნებლივ შეატყობინოს უშუალო უფროსს და ელექტრონული ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით წარუდგინოს მას პატაკი/განცხადება, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში (emod). მოსამსახურის პატაკი/განცხადება წარედგინება ქვედანაყოფის მეთაურს (რომელსაც აქვს ამ მოსამსახურისათვის შვებულების მიცემის უფლებამოსილება).
4. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ან სამოქალაქო პირი სამსახურიდან დროებით გათავისუფლდება ქვედანაყოფის მეთაურის დადებითი რეზოლუციის საფუძველზე გამოცემული ამ მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ან სამოქალაქო პირი სამსახურიდან დროებით შეიძლება გათავისუფლდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, მაგრამ თვეში არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება დაქორწინების ან/და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევებზე.
6. სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან დროებითი გათავისუფლების მიზნით სარგებლობს შვებულებით შინაგანაწესის მე-15 მუხლის შესაბამისა