1. სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია ქვედანაყოფის პასუხისმგებელ თანამდებობის პირს დაუბრუნოს კუთვნილი სამსახურებრივი მოწმობა, ჩააბაროს საქმისწარმოება და ყველა ის მატერიალური ფასეულობა/საშუალება, რომელიც მას გადაეცა სამსახურის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაურს წარუდგინოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერილი, სამსახურის კუთვნილი მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი – „შემოვლის ბარათი“ (დანართი №3). აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოსამსახურესთან უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორება.

3. ამ მუხლის მოქმედება მოსამსახურეზე შეიძლება ასევე გავრცელდეს, როდესაც მის მიმართ დაწყებულია სამსახურიდან გათავისუფლების პროცედურებ